სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება ასევე საფუძველს უყრის ბავშვის სწორ განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში. 1 წლის შემდეგ ბავშვები მზად არიან “დააგემოვნონ ” დიდების რაციონი. მაგრამ ბავშვის შეყვანა მოზრდილების საკვებ სამყაროში თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. ბავშვების საჭმლის მომნელებელი ფუნქცია ჯერ არასაკმარისად არის განვითარებული და მხოლოდ 5-6 წლისათვის მათ შეუძლიათ სრულად გადააამუშაონ საკვების ყველა კომპონენტი. ბავშვისათვის აუცილებელია სწორი სრულყოფილი დაბალანსებული კვება, რის გარეშეც მას შეიძლება, შეიძინოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელობა პირველ რიგში, განპირობებულია სწორი კვებით.
სწორი სითხის რეჟიმის დაცვა წყალი არ არის საკვები პროდუქტი. მაგრამ იგი ჩვენი რაციონის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბავშვები, მათი მაღალი ფიზიკური აქტიურობიდან გამომდინარე, წყლის დაკარგვას საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. ამიტომ, ბავშვმა უნდა მიიღოს სითხე იმდენი, რამდენიც მას სურს. ხშირი აკრძალვები მშობლის მხრიდან სითხის შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორია. მთვარია, რომ სითხე, რომელსაც ბავშვი ღებულობს, არ იყოს ტკბილი კომპოტების ან წვენების სახით, ან, რაც კიდევ მეტად დაუშვებელია, ტკბილი გაზიანი სასმელი.
ყველა ეს სითხე საკმაოდ დიდ დატვირთვას აკისრებს ბავშვის მოუმწიფებელ ჰეპატო-პანკრეატულ სისტემას და შემდგომში საფუძველს უქმნის სხვადასხვა სახის მეტაბოლურ დარღვევებს – ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის ჩათვლით. ამიტომ უმჯობესია ბავშვმა მიიღოს უბრალო ან უგაზო მინერალური წყალი, ჩირების უშაქრო კომპოტი თერმული დამუშავების გარეშე, ბალახოვანი და საბავშვო ჩაი. ყურადსაღებია ასევე სწორი წყლის რეჟიმის დაცვაც. სითხე ბავშვს უნდა მივაწოდოთ საკვების მიღებამდე დაახლოებით 0.5 საათით ადრე, არ მივცეთ ჭამის დროს, ხოლო ჭამის შემდეგ 1 საათიანი ინტერვალი მაინც გავაკეთებინოთ.
ბავშვის საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული მოზარდი ბავშვის ორგანიზმისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილების, ცხიმების და ნახშირწლების მიღება საკმაო რაოდენობა უჯრედისით. ამასთან ერთად, საკვები უნდა შეიცავდეს ბავშვისათვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. ცილების და ცხიმების შეფარდება დაახლოებით 1:1 უნდა იყოს, 3-4 ჯერ მეტი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ნახშირწყლები, რათა დაფაროს ბავშვის ენერგოხარჯვა. რაც უფრო მრავალფეროვანია ბავშვის რაციონი, მით უკეთესია. დაუშვებელია ბავშვის ერთფეროვანი საკვებით ხანგრძლივად კვება. ბავშვის საკვები უნდა იყოს წარმოდგენილი დიდი ოდენობა ხილითა და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცითა და თევზით, რძის ნაწარმით, ბურღულეულით (მამანის ბურღულის გარდა), პარკოსანი კულტურებით, კვერცხით, ნუშითა და ნიგვზით, თაფლით (ალერგიული ფონის გათვალისწინებით). შაქარი და ცომ-ფუნთუშეული მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. სუფრის მარილის მაგივრად გამოვიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი, პერიოდულად-იოდირებული. ოღონდაც ამ ტიპის მარილებით არ შეიძლება საკვების მომზადება. შესაძლებელია მათი მოყრა უკვე გამზადებულ საკვებზე.
ნუ ავურევთ სხვადასხვა ტიპის საკვებს ერთმანეთში ვეცადოთ ერთ კვებაზე ბავშვს მივცეთ ან პირველი ან მეორე კერძი, მაგალითად, ან სუფი ან ხორცი უკრახმალო ბოსტნეულთან ერთად. რაც შეეხება ხილს, არ არის მიზანშეწონილი საკვებზე ხილის დაყოლება. ხილი არის ცალკე საკვები და იგი უნდა მივცეთ ბავშვს ცალკე. ყოვლად დაუშვებელია საკვებზე ტკბილეულის დაყოლება. ვეცადოთ, რომ ბავშვს მსგავსი ჩვევა არ ჩამოუყალიბდეს. ნუ დავაძალებთ საკვებთან ერთად პურის მიღებას. თუ ბავშვს მოუნდება, იგი პურს მიიღებს ცალკე ძირითადი კვების გარეშე. საქმე იმაშია, რომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამუშავება ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილებში და მათი მიწოდებაც აუცილებელია ცალ-ცალკე რამოდენიმე საათის ინტერვალით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ერთდროულად მივცემთ ხორცს და კარტოფილს, კარგად ვერ გადამუშავდება ვერც ერთი და ვერც მეორე. უმჯობესია ქათმის ხორცი ბავშვს ბოსტნეულთან ერთად მივცეთ.
დაიცავით საკვების რაოდენობაში ზომიერება ბავშვის საკვების რაოდენობრივად ზომიერად მიღება ხელს უწყობს სრულფასოვნად საკვების გადამუშავებას. სისტემატიურად საკვების გადამეტებულად მიღება ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის ჭარბად დაგროვებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და მრავალი დაავადების განვითარებას. ხოლო საკვების დეფიციტი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.
ბავშვის სწორი კვება
სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება ასევე საფუძველს უყრის ბავშვის სწორ განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში. 1 წლის შემდეგ ბავშვები მზად არიან “დააგემოვნონ ” დიდების რაციონი. მაგრამ ბავშვის შეყვანა მოზრდილების საკვებ სამყაროში თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. ბავშვების საჭმლის მომნელებელი ფუნქცია ჯერ არასაკმარისად არის განვითარებული და მხოლოდ 5-6 წლისათვის მათ შეუძლიათ სრულად გადააამუშაონ საკვების ყველა კომპონენტი. ბავშვისათვის აუცილებელია სწორი სრულყოფილი დაბალანსებული კვება, რის გარეშეც მას შეიძლება, შეიძინოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელობა პირველ რიგში, განპირობებულია სწორი კვებით.
სწორი სითხის რეჟიმის დაცვა
წყალი არ არის საკვები პროდუქტი. მაგრამ იგი ჩვენი რაციონის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბავშვები, მათი მაღალი ფიზიკური აქტიურობიდან გამომდინარე, წყლის დაკარგვას საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. ამიტომ, ბავშვმა უნდა მიიღოს სითხე იმდენი, რამდენიც მას სურს. ხშირი აკრძალვები მშობლის მხრიდან სითხის შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორია. მთვარია, რომ სითხე, რომელსაც ბავშვი ღებულობს, არ იყოს ტკბილი კომპოტების ან წვენების სახით, ან, რაც კიდევ მეტად დაუშვებელია, ტკბილი გაზიანი სასმელი.
ყველა ეს სითხე საკმაოდ დიდ დატვირთვას აკისრებს ბავშვის მოუმწიფებელ ჰეპატო-პანკრეატულ სისტემას და შემდგომში საფუძველს უქმნის სხვადასხვა სახის მეტაბოლურ დარღვევებს – ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის ჩათვლით. ამიტომ უმჯობესია ბავშვმა მიიღოს უბრალო ან უგაზო მინერალური წყალი, ჩირების უშაქრო კომპოტი თერმული დამუშავების გარეშე, ბალახოვანი და საბავშვო ჩაი. ყურადსაღებია ასევე სწორი წყლის რეჟიმის დაცვაც. სითხე ბავშვს უნდა მივაწოდოთ საკვების მიღებამდე დაახლოებით 0.5 საათით ადრე, არ მივცეთ ჭამის დროს, ხოლო ჭამის შემდეგ 1 საათიანი ინტერვალი მაინც გავაკეთებინოთ.
ბავშვის საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული
მოზარდი ბავშვის ორგანიზმისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილების, ცხიმების და ნახშირწლების მიღება საკმაო რაოდენობა უჯრედისით. ამასთან ერთად, საკვები უნდა შეიცავდეს ბავშვისათვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. ცილების და ცხიმების შეფარდება დაახლოებით 1:1 უნდა იყოს, 3-4 ჯერ მეტი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ნახშირწყლები, რათა დაფაროს ბავშვის ენერგოხარჯვა. რაც უფრო მრავალფეროვანია ბავშვის რაციონი, მით უკეთესია. დაუშვებელია ბავშვის ერთფეროვანი საკვებით ხანგრძლივად კვება. ბავშვის საკვები უნდა იყოს წარმოდგენილი დიდი ოდენობა ხილითა და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცითა და თევზით, რძის ნაწარმით, ბურღულეულით (მამანის ბურღულის გარდა), პარკოსანი კულტურებით, კვერცხით, ნუშითა და ნიგვზით, თაფლით (ალერგიული ფონის გათვალისწინებით). შაქარი და ცომ-ფუნთუშეული მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. სუფრის მარილის მაგივრად გამოვიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი, პერიოდულად-იოდირებული. ოღონდაც ამ ტიპის მარილებით არ შეიძლება საკვების მომზადება. შესაძლებელია მათი მოყრა უკვე გამზადებულ საკვებზე.
ნუ ავურევთ სხვადასხვა ტიპის საკვებს ერთმანეთში
ვეცადოთ ერთ კვებაზე ბავშვს მივცეთ ან პირველი ან მეორე კერძი, მაგალითად, ან სუფი ან ხორცი უკრახმალო ბოსტნეულთან ერთად. რაც შეეხება ხილს, არ არის მიზანშეწონილი საკვებზე ხილის დაყოლება. ხილი არის ცალკე საკვები და იგი უნდა მივცეთ ბავშვს ცალკე. ყოვლად დაუშვებელია საკვებზე ტკბილეულის დაყოლება. ვეცადოთ, რომ ბავშვს მსგავსი ჩვევა არ ჩამოუყალიბდეს. ნუ დავაძალებთ საკვებთან ერთად პურის მიღებას. თუ ბავშვს მოუნდება, იგი პურს მიიღებს ცალკე ძირითადი კვების გარეშე. საქმე იმაშია, რომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამუშავება ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილებში და მათი მიწოდებაც აუცილებელია ცალ-ცალკე რამოდენიმე საათის ინტერვალით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ერთდროულად მივცემთ ხორცს და კარტოფილს, კარგად ვერ გადამუშავდება ვერც ერთი და ვერც მეორე. უმჯობესია ქათმის ხორცი ბავშვს ბოსტნეულთან ერთად მივცეთ.
დაიცავით საკვების რაოდენობაში ზომიერება
ბავშვის საკვების რაოდენობრივად ზომიერად მიღება ხელს უწყობს სრულფასოვნად საკვების გადამუშავებას. სისტემატიურად საკვების გადამეტებულად მიღება ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის ჭარბად დაგროვებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და მრავალი დაავადების განვითარებას. ხოლო საკვების დეფიციტი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.