სამედიცინო ცენტრი „ბი-ეს მედიკალი“ 2018 წელს გაიხსნა. ის წარმოადგენს კლინიკას, სადაც პაციენტს შეუძლია, როგორც სრულფასოვანი მკურნალობის, ისე რეაბილიტაციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კლინიკის სპეციალისტების მიერ ხდება ორგანიზმის მდგომარეობის კომპლექსური შეფასება, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით და ბიომარეგულირებელი პრეპარატების და მეთოდების გამოყენება.
კლინიკაში დანერგილია გამოკვლევის და შემდგომ მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო თანამედროვე სამედიცინო მეთოდიკა ქართველი და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციითა და მეთვალყურეობით.
კლინიკა „ბი-ეს მედიკალისა“ და კომპანია „ბიომედიკას“ ერთობლივი პროექტების საშუალებით ხდება უცხოელი სპეციალისტების საქართველოში მოწვევა; ასევე იმართება კომფერენციები, სემინარები, ლექციები და სხვ. – გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარების მიზნით.
კლინიკში მოღვაწეობენ გამოცდილი და სახელმოხვეჭილი ქართველი ექიმები.
ჩვენი მიზანია საქართველოში დაინერგოს ორგანიზმისთვის უსაფრთხო და დამზოგველი, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები – რაც მიიღწევა ბიორეგულაციური მედიცინის მეშვეობით და მოხდეს მისი პოპულარიზაცია ფართო მასებში.