ზამთარი და ზამთრის გაუსაძლისი სუსხი ისევე როგორც ჩვენთვის, ჩვენი კანისთვისაც ძალიან რთული პერიოდია. ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და ხშირად ვუჩივით კანის გამოშრობას და მის აქერცვლასაც კი. სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს რომლებიც წელიწადის ყველაზე მკაცრ სეზონზე სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ. აი, ისინიც:
1. მიიღეთ მეტი წყალი მცხუნვარე ზაფხულისგან განსხვავებით ცივ ზამთარში წყალი სულ უფრო ნაკლებად გვინდება, რაც ძალიან ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანის სიჯანსაღისთვის ყოველდღიურად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის წყალი სჭირდება.
ამიტომ, პრობლების მოგვარების გზაზე პირველი და უმარტივესი ნაბიჯი, უბრალოდ საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაა, რომ წყალი უნდა დავლიოთ.
2. სახე თბილი წყლით დაიბანეთ სიცივეში ცხელი წყლით დაბანას არაფერი სჯობს, თუმცა, იმისათვის, რომ სახიდან ზედმეტად ბევრი ცხიმი არ ჩამოვირეცხოთ, უმჯობესი იქნება, თუ ზამთარში სახესა და ხელებს ყოველთვის თბილი წყლით დავიბანთ.
3. გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი ზამთარში ადამიანების უმრავლესობას კანის სიმშრალე აწუხებს, რაც მასზე ცივი და გამომშრალი ჰაერის ზემოქმედებით არის გამოწვეული. კანის სიმშრალის პრობლემას კი ნებისმიერი დამატენიანებელი მარტივად გადაჭრის.
4. ერიდეთ პარფიუმერიას რთულია სილამაზის მოყვარულ ადამიანს უთხრა, რომ პარფიუმერია არ გამოიყენოს, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი სილამაზე ასევე მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს. იმისათვის, რომ ზამთარში კანის გაღიზიანებას არ შევუწყოთ ხელი და გამონაყარი არ გვქონდეს, პარფიუმერია რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.
5. დაიცავით კანი გარემოს ზეგავლენისგან კანი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ორგანოა, რომელიც გარემო ფაქტორებზე მყისიერად ახდენს რეაგირებას. ამიტომ განსაკუთრებულად ცივ ამინდებში ყოველთვის დაიცავით ის სიცივისგან, ქარისგან, ან უბრალოდ მზისგან, რომელიც ზამთარშიც კი ახერხებს ჩვენი სილამაზის შელახვას.
6. გამოიყენეთ სახის ნიღბები სასურველია, რომ თქვენი კანი სახლში, თქვენივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ნიღბებით ხშირად გაანებივროთ. ნიღბის დასამზადებლად ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი გამოგადგებათ – თაფლი, კვერცხი, კიტრი, შვრია, სტაფილო ან ავოკადო.
7. იკვებეთ სწორად და ბოლოს, შეუძლებელია კანის პრობლემის მოგვარება სწორი კვების გარეშე, რადგან რამდენი ნიღაბი, დამცავი და დამატენიანებელიც არ უნდა წაისვათ, თუ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით არ მოამარაგებთ, წარუმატებლობისთვის ხართ განწირული.
ხშირად იკვებეთ ისეთი წვნიანი საკვებით, როგორიც არის საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, ან უბრალოდ ვაშლი.
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
ზამთარი და ზამთრის გაუსაძლისი სუსხი ისევე როგორც ჩვენთვის, ჩვენი კანისთვისაც ძალიან რთული პერიოდია. ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და ხშირად ვუჩივით კანის გამოშრობას და მის აქერცვლასაც კი. სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს რომლებიც წელიწადის ყველაზე მკაცრ სეზონზე სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ. აი, ისინიც:
1. მიიღეთ მეტი წყალი
მცხუნვარე ზაფხულისგან განსხვავებით ცივ ზამთარში წყალი სულ უფრო ნაკლებად გვინდება, რაც ძალიან ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანის სიჯანსაღისთვის ყოველდღიურად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის წყალი სჭირდება.
ამიტომ, პრობლების მოგვარების გზაზე პირველი და უმარტივესი ნაბიჯი, უბრალოდ საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაა, რომ წყალი უნდა დავლიოთ.
2. სახე თბილი წყლით დაიბანეთ
სიცივეში ცხელი წყლით დაბანას არაფერი სჯობს, თუმცა, იმისათვის, რომ სახიდან ზედმეტად ბევრი ცხიმი არ ჩამოვირეცხოთ, უმჯობესი იქნება, თუ ზამთარში სახესა და ხელებს ყოველთვის თბილი წყლით დავიბანთ.
3. გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი
ზამთარში ადამიანების უმრავლესობას კანის სიმშრალე აწუხებს, რაც მასზე ცივი და გამომშრალი ჰაერის ზემოქმედებით არის გამოწვეული. კანის სიმშრალის პრობლემას კი ნებისმიერი დამატენიანებელი მარტივად გადაჭრის.
4. ერიდეთ პარფიუმერიას
რთულია სილამაზის მოყვარულ ადამიანს უთხრა, რომ პარფიუმერია არ გამოიყენოს, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი სილამაზე ასევე მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს. იმისათვის, რომ ზამთარში კანის გაღიზიანებას არ შევუწყოთ ხელი და გამონაყარი არ გვქონდეს, პარფიუმერია რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.
5. დაიცავით კანი გარემოს ზეგავლენისგან
კანი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ორგანოა, რომელიც გარემო ფაქტორებზე მყისიერად ახდენს რეაგირებას. ამიტომ განსაკუთრებულად ცივ ამინდებში ყოველთვის დაიცავით ის სიცივისგან, ქარისგან, ან უბრალოდ მზისგან, რომელიც ზამთარშიც კი ახერხებს ჩვენი სილამაზის შელახვას.
6. გამოიყენეთ სახის ნიღბები
სასურველია, რომ თქვენი კანი სახლში, თქვენივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ნიღბებით ხშირად გაანებივროთ. ნიღბის დასამზადებლად ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი გამოგადგებათ – თაფლი, კვერცხი, კიტრი, შვრია, სტაფილო ან ავოკადო.
7. იკვებეთ სწორად
და ბოლოს, შეუძლებელია კანის პრობლემის მოგვარება სწორი კვების გარეშე, რადგან რამდენი ნიღაბი, დამცავი და დამატენიანებელიც არ უნდა წაისვათ, თუ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით არ მოამარაგებთ, წარუმატებლობისთვის ხართ განწირული.
ხშირად იკვებეთ ისეთი წვნიანი საკვებით, როგორიც არის საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, ან უბრალოდ ვაშლი.