woman standing on dock

სპორტული აქტივობები

პანდემიის პირობებში, იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთი პრიორიტეტულია, როგორც არასდროს. წარმოგიდგენთ 5 სპორტულ აქტივობას, რომელიც ზამთრისთვის იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

ფიტნესი

ფიტნესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება. ვარჯიშის დროს ტემპერატურის მცირე მომატებას, შესაძლოა, დამცავი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ის ამცირებს სტრესს და აძლიერებს ანტისხეულებს, რომლებიც ინფექციის დამარცხებაში გვეხმარებიან.

აერობიკა

აერობიკის დახმარებით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და გულის მუშაობა. აერობიკა წონის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. სხეულში ცხიმოვანი უჯრედების დაბალი დონე მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მედიატორების რაოდენობასაც ამცირებს, რაც ინფექციის რისკს აქვეითებს.

უკეთ მუშაობენ ფილტვებიც, გაზრდილი ჟანგბადის ოდენობა კი ფილტვებიდან და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება.

აერობიკის ვარჯიშებში შედის:

  • ველოსიპედი;
  • სირბილი;
  • ცურვა და სხვა;

კრივი

კრივიც აერობიკის ერთ-ერთი სახეა. ის გულს შეკუმშვაში და სისხლის საკმარისი რაოდენობით ამოტუმბვაში ეხმარება, რაც სუნთქვას აუმჯობესებს და სისხლის მაღალი წნევის რისკს ამცირებს. კრივი გულის დაავადებებისგან და დიაბეტისგან გვიცავს. ის კალორიების დაწვასთან ერთად აძლიერებს კუნთებს, ძვლებს და გუნება-განწყობილებას გვიმაღლებს.

ცურვა

მრავალი კვლევის მიხედვით ცივი წყალი იმუნური სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს მის თეთრ უჯრედებს, რადგან სხეული ტემპერატურის ცვლილებაზე მოქმედებს. დროდადრო, ის მის წინააღმდეგ სიმტკიცეს იძენს და წინააღმდეგობის გაწევას სწავლობს.

ჩოგბურთი

ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა. ის სტრესისგანაც გვათავისუფლებს და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ბრაზის მართვის სეანსები.

ჩოგბურთს მენტალურ სპორტსაც უწოდებენ, რადგან ის კარგია არამხოლოდ სხეულისთვის, გონებისთვისაც. თამაშის დროს, მოძრაობაშია სხეულის თითქმის ყველა კუნთი, რაც გამძლეობას გვივითარებს. ამასთან ერთად, ვარჯიშს განტვირთვისა და სოციალიზაციის დანიშნულებაც აქვს.

ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ძილის მოწესრიგებაშიც გვეხმარება, რაც ვარჯიშის კიდევ ერთი დამატებითი ბონუსია, რადგან დაღლილი სხეული ბაქტერიების საყვარელი ადგილია.