ზაფხულის სიცხე ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს.
სიცხეში ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად კარგავს სითხეს. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები (განსაკუთრებით წყალში ხსნადი ვიტამინები C, B1, B2, B6 და PP). შედეგად ორგანიზმი ეშვება, დაქვეითებულია იმუნიტეტიც. ამიტომ აუცილებელია, დროულად შევავსოთ მისი მარაგი. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ციტრუსოვანი ხილი (გრეიფრუტი; კივი, ფორთოხალი და სხვა), მარწყვი, ბროკოლი, ნესვი, კომბოსტო. B-1, B-2 და B-6 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინებია, რომელსაც ნერვული სისტემის, დნმ-ისა და სისხლის უჯრედების ფორმირებაზე აქვს პასუხისმგებლობა. მათი დახმარებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირება უმჯობესდება, მეტაბოლიზმი იმატებს და ყველაფერთან ერთად, ანემიისგან იცავს. მისი მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა. B ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, ზღვის პროდუქტები;
წყლის ბალანსის აღდგენაში დაგვეხმარება სასმელები. ყველაზე უკეთ წყურვილს კლავს ჩვეულებრივი წყალი ან დაუტკბობელი მწვანე ჩაი. ძლიერ სიცხეში რეკომენდებულია მიიღოთ 100-200 მლ გრილი სითხე ყოველ 40-50 წუთში.
ოღონდ ძალიან ცივ წყალს არ გირჩევთ – იგი წყურვილს არ კლავს. ნუ იტყვით უარს წვნიან კერძებზე – სუპებზე, რომელსაც არა მარტო ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, არამედ ამარაგებს აუცილებელი სითხით. გირჩევთ თქვენს მაგიდაზე სიცხეში რაც შეიძლება მეტი წვნიანი და თხევადი კერძი იყოს. თუმცა არის ერთი “მაგრამ”: არ შეიძლება ბევრი სითხე მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, სიმსუქნე და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.
ალბათ იცით, რომ სიცხე მნიშვნელოვნად აქვეითებს შრომისუნარიანობას. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ენერგიის მოთხოვნილება მაღალ ტემპერატურაზე 5%-ით იკლებს. შესაბამისად, ჩვენს ორგანიზმს ზაფხულში ნაკლებად კალორიული საკვები სჭირდება. მძიმე და ცხიმიანი საკვები არასასურველია. ცხიმიანი თევზი და ხორცი ჯობს მჭლეთი შევცვალოთ, ვერიდოთ საკონდიტრო ნაწარმს, პურს, პარკოსნებს, უარი ვთქვათ ბუტერბროდებსა და სწრაფი კების პროდუქტებზე. სიცხე ორგანიზმისთვის ნამდვილი განსაცდელია. ბევრს მადაც არ აქვს, ხოლო ჭამის შემდეგ მუცელში სიმძიმის შეგრძნება აწუხებს. ექსტრემალური სიცხის პირობებში ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის უნდა გადავიდეთ კვების შერეულ რეჟიმზე, როდესაც ძირითადი საკვების მიღება გადაგვაქვს დღის შედარებით გრილ პერიოდში.
ზაფხული არის საუკეთესო დრო გამოუცხადოთ ომი ჭარბ წონას. ის მდიდარია ახალი ხილით და ბოსტნეულით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს. ამის გამო, ზაფხულის პერიოდი შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო ჭარბ წონასთან საბრძოლვევლად, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.