50% OFF

Speick

1928 წელს გერმანელმა ანთროპოსოფოსმა ვალტერ რაუმ ქალაქ შტუტგარტში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით-WALTER RAU Fine Soap Works.  რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

ბუნებრივი სამკურნალო პროდუქტების  კომპანიამ გაუძლო დროს და  92 წლის შემდეგაც არის მოწინავე, სათავეში უდგას დამფუძნებლის მესამე თაობა. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია საწყისი პრინციპების ერთგული რჩება.

თავდაპირველად ვალტერ რაუ-ს იდეა იყო ნაზი ბუნებრივი საპნის წარმოება, მან შთაგონება მიიღო უნიკალური სამკურნალო მცენარისაგან როგორიცაა  Speick  (ლათ. Valeriana celtica) მცენარე არის მრავალწლოვანი, იზრდება ავსტრიულ ალპებში ზღვის დონიდან  1,800 მეტრის სიმაღლეზე. Knock Mountains- ის ბიოსფერული ნაკრძალის მახლობლად. მცენარეს  გააჩნია უნივერსალური დამამშვიდებელი სამკურნალო ეფექტი. სპიკი ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას ორგანიზმში,ის არ არის მხოლოდ ბოტანიკური იშვიათბა. მცენარის გარშემო მრავალი მითია შექმნილი.

მცენარის შეგროვება ხდება ხელით, ტრადიციული მეთოდით.  ამ ხედვითა და ხიბლით წარმოიშვა უნიკალური Speick საპონი, ხოლო დროთა განმავლობაში ბუნებრივი კოსმეტიკის ასორტიმენტი მკვეთრად გაიზარდა. შეიქმნა სხვადასხვა სამკურნალო პროდუქტი რომლის შემადგენლობაშიც ძირითადი როლი უკავია მაღალ ალპური  მცენარე სპიკსის ჰარმონიზებულ ესტრაქტს.(ლათ. Valeriana celtica)

ვალტერმა არ დაუკარგა სამკურნალო თვისებები მცენარეს, რომელიც შედის პროდუქტების ძირითად  შემადგენლობაში.

იმ პერიოდისათვის თითქმის დავიწყებული მცენარე, ხალხისათვის გახადა ხელმისაწვდომი.

ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული საპონი და  კოსმეტიკური საშუალებები,რევოლუცია იყო იმ პერიოდისათვის.