BIOMEDICA
ჩვენ შესახებ
კომპანია „ბიომედიკა“ თავის გარშემო აერთიანებს გერმანული კომპანიების: Heel-ის, Speick-ის და Sanatur-ის პროდუქციას.”ბიომედიკა”-ს მიზანია, ორგანიზმის ჯანმრთელობის აღდგენა-დაცვის თვალსაზრისით კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატების შესაძლებობა და სარგებლიანობა, საქართველოს სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტებს და რიგით მოქალაქეებსაც გააცნოს.
კომპანიის პრიორიტეტია პაციენტს, ფარმაცევტსა და ექიმს შორის აქტიური პარტნიორობა საპასუხისმგებლო თვითდახმარების საკითხში ძალების გასაერთიანებლად. „ბიომედიკას“ მიერ წარმოდგენილი კომპანიების Speick-ის და Sanatur-სი უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებები შექმნილია ორგანული, ვეგანური სტანდარტის დაცვით და წარმოადგენენ სხეულის სილამაზეზე და სიჯანსაღეზე ოპტიმალური ზრუნვის პროდუქტებს.
ჯანმრთელობა - უმაღლესი ფასეულობა
Heel-ის პროდუქცია
Heel-ი არის ფარმაცევტული კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული მედიკამენტების წარმოებით.
Heel-ის მედიკამენტები უსაფრთხო და ეფექტურია მრავალი დაავადების სამკურნალოდ. უახლესი ტექნოლოგიების, პრაქტიკაზე დაფუძნებული და ექსპერიმენტული კლინიკური კვლევების დახმარებით, Heel-ი ცდილობს იმის გარკვევას, თუ როგორ მოქმედებენ ეს მედიკამენტები ორგანიზმში. ჩვენი მიზანია შევიმუშავოთ თერაპიები, რომლებიც უფრო მეტად მორგებულია პაციენტთა სამედიცინო საჭიროებებზე.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალი ეკუთვნის მედიცინას, რომელიც დაფუძნებულია ბიოლოგიური ქსელების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თერაპიული დახმარებით საკუთარი თავის მოწესრიგებაზე.
როცა ბუნება ზრუნავს თქვენზე
Sanatur-ის პროდუქცია
35 წლის განმავლობაში „სანატური“ ქმნის საკვებ დანამატებს მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან, ორგანული და ვეგანური სტანდარტის დაცვით, რეგიონალური კულტივაციის წესების გათვალისწინებით. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კომპონენტები სანატურის პროდუქტებში შედის წყალმცენარეების, ვიტამინების და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციების სახით.
„სანატური’ ყოველთვის იყო და იქნება ხარისხის სიმბოლო, როგორც საკვები დანამატების ისე ბუნებრივი კოსმეტიკის მიმართულებით.
შპაიკი
Speick-ის პროდუქცია
1928 წელს გერმანელმა ანთროპოსოფოსმა ვალტერ რაუმ ქალაქ შტუტგარტში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით-WALTER RAU Fine Soap Works. რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.
ბუნებრივი სამკურნალო პროდუქტების კომპანიამ გაუძლო დროს და 92 წლის შემდეგაც არის მოწინავე, სათავეში უდგას დამფუძნებლის მესამე თაობა. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია საწყისი პრინციპების ერთგული რჩება.
საკვები დანამატები
Kohler Pharma
Kohler Pharma (KVP) არის ფარმაცევტული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მინერალურ დანამატებს. იგი დაარსდა 1948 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ალსბახ-ჰენლაინში. კომპანია გთავაზობთ ამინომჟავებს, არგინინს, ანტიოქსიდანტებს, ბოჭკოვან, ბიოტინს, ბრომელინს, კალციუმს, ქლორიდს, კაროტინს, შაქრიან დიაბეტს, ელექტროლიტებს, გლიკოგენს, ნატრიუმს და სხვა.