იზრუნეთ თქვენზე და ოჯახის წევრებზე. ოჯახში სწორი კვება – ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გარანტია. დაგეგმეთ თქვენი დღის რაციონი და მაღაზიებში ვიზიტები. გარკვეული დროის შემდეგ, შედეგები შესამჩნევი გახდება.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია:
1. სელის მარცვლები
უპირატესობები: ის შეიცავს ომეგა–3 ცხიმს, უნარი აქვს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირების.
შეიცავს: მაგნიუმს, თიამინს, უჯრედისს, მარგანეცს, ფოსფორს, თუთიას, კალიუმს, სპილენძს.
როგორ გამოვიყენოთ: ის მოაყარეთ ფაფებს ან რძის დესერტებს.
2. ბროწეული
უპირატესობები: ამ ეგზოტიკურ ხილში ანტიოქსიდანტები უფრო მეტია, ვიდრე ღვინოსა და მწვანე ჩაიში ერთად. ბროწეულის წვენი მეტად სასარგებლოა გულის დაავადებების დროს, ის არის ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლის ბრწყინვალე პროფილაქტიკა. მიირთმევთ რა ბროწეულის მარცვლებს, ახალგაზრდობას დიდხანს ინარჩუნებთ (ექიმები ირწმუნებიან, რომ ის თავიდან აგაცილებთ კიბოს).
შეიცავს: კალიუმს, ვიტამინ ს–ს.
როგორ გამოვიყენოთ: დავლიოთ ახლადგამოწურული წვენი, დავუმატოთ ფაფაში და ხილის სალათებში.
3. ავოკადო
უპირატესობები: შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ზოგიერთი მონაცემებით, კიბოსა და დიაბეტს თავიდან აგაცილებთ.
შეიცავს: უჯრედისს, კალიუმს, ვიტამინებთ SB I|B UB L და ფოლიევის მჟავას.
როგორ გამოვიყენოთ: დავუმატოთ სალათებში, გავაკეთოთ ავოკადოს ბუტერბროდები.
4. ბროკოლი
უპირატესობები: ეს კომბოსტო არის ისპანახის “და”, ის გვეხმარება იმაში, რომ არ დაგვემართოს კიბო და დიაბეტი, შეიცავს მრავალ საკვებ ნივთიერებას.
შეიცავს: ვიტამინებს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, კალიუმს.
როგორ გამოვიყენოთ: შევწვათ ზეითუნის ზეთში დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ჩავშუშოთ.
5. კენკროვნები
უპირატესობები: ეს საკვები პროდუქტი ბევრი დაავადების ბრწყინვალე პროფილაქტიკაა (პარკინსონის, დიაბეტისა და გულის დაავადებების), გჩუქნით ახალგაზრდობას, სილამაზესა და ჯანმრთელობას.
შეიცავს: უჯრედისებს, ვიტამინებს.
როგორ გამოვიყენოთ: ცალკე ან იოგურტის შემადგენლობაში. შესაძლებელია დავუმატოთ ხაჭოსაც.
6. მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით კომბოსტოსა და ისპანახის მიღება ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკებს.
ისპანახი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით უმი ან ორთქლზე მოხარშული. ის კარგი წყაროა A, B6, C, E და K ვიტამინების. შეიცავს მინერალებს: ნიაცინს, ცინკს, ფოსფორს, ფოლის მჟავას, სპილენძს, კალციუმს, მაგნიუმს და რკინას.
როგორ გამოვიყენოთ: დამუშავებული სახით.
7. კაკალი
უპირატესობები: მართალია ის ცხიმს შეიცავს, მაგრამ გასახდომადაც იყენებენ, რადგან ხვდება რა ორგანიზმში, კუჭის შევსების გრძნობას იწვევს. სასარგებლოა გულისთვის, ამცირებს ქოლესტერინს, მიეკუთვნება ჯანსაღ საკვებს.
შეიცავს: მასში ბევრია საკვები ნივთიერებები, არის რიბოფლავინი, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი;
როგორ გამოვიყენოთ: მეშვიდე სასარგებლო პროდუქტი ისეთი ფორმით უნდა გამოვიყენოთ, როგორიც არის.
8. პარკოსნები
უპირატესობები: გვაძლევს ენერგიას დიდი ხნის განმავლობაში, აბალანსებს სისხლში შაქარს, თავიდან აგაცილებთ გულის დაავადებებსა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. ის წარმოადგენს ვეგეტარიანული მენიუს შესანიშნავ საჭმელს, რადგან მათ შემადგენლობაში ცილებიც შედის.
შემადგენლობა: ცილები, უჯრედისები, ვიტამინი ი|ბ სპილენძი, რკინა, მარგანეცი, თუთია და სხვა.
როგორ გამოვიყენოთ: მისი გამოყენება შესაძლებელია დაკონსერვებული სახითაც, მაგალითად, სალათებში.
9. თევზი
ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, კალმახი, სკუმბრია და ქაშაყი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ სახეობის თევზებს დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმი აქვთ, ქსოვილებში. მათი ხორცი შეიცავს 30% ცხიმს, კერძოდ, ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს. ეს ცხიმები სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, გულის დაავადებებისთვისა და ართრიტისთვის. ის ასევე შეიცავს A და D ვიტამინებს.
როგორ გამოვიყენოთ: უმჯობესია მიღებული იქნას მოხარშული სახით.
10. ვაშლი
უპირატესობები: თუ ვაშლი ყოველდღე იქნება თქვენს სუფრაზე, მაშინ არ დაგემუქრებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. ვაშლებში არის ბევრი ანტიოქსიდანტი, ვიტამინი ს, უჯრედისები.
როგორ გამოვიყენოთ: სასურველია, მივირთვათ კანიანად.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მოცემულ სიაშია წარმოდგენილი, არც ისე იშვიათი და ეგზოტიკურია, ამიტომ თუ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ, რომ ისინი ყოველდღიურ მენიუში ჩართოთ.