რჩევები მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნიდან

მსოფლიოს მოსახლეობის ბედნიერების შეფასების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი ბედნიერების მაჩვენებელი ფინეთში დაფიქსირდა. ფინელები გვიზიარებენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, იმის შესახებ თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და გავხდეთ უფრო ბედნიერები.

ისეირნეთ ბუნებაში

ფინეთი სამართლიანად არის მოხსენიებული, როგორც “ათასი ტბის ქვეყანა”. ამ ქვეყანაში ცხოვრება შესანიშნავია მათთვის, ვისაც ბუნების გარემოცვაში ყოფნა სურს. Ბუნებაში, ღია ცის ქვეშ, დროის გატარება და ელექტრული მოწყობილებებიდან შორს ყოფნა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა. ხშირად ვხვდებით ეკრანზე მიჯაჭვული, მაშინ როცა ოჯახის წევრი გვახსენებს, რომ გარეთაც გასვლა აუცილებელია.

ბუნებასთან კავშირის პოვნა ზოგიერთისთვის შეიძლება ცოტა ზედმეტად სულიერი ჩანდეს, მაგრამ ძნელია იმის უარყოფა, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიული და სოციალური სტრესის შემსუბუქებაში. არ შეიძლება ყველას მივცეთ ლაშქრობაში წასვლის რჩევა, მაგრამ პარკში დღეში ხუთი წუთის გატარება უკეთესია, ვიდრე TikTok-ში 30 წუთი სქროლვა.

მიზანდასახულობა

სირთულეების გადალახვა ფინელების ცხოვრებით ტკბობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინეთში კლიმატი ზოგჯერ საკმაოდ მკაცრია, თოვლი და სუსხიანი არქტიკული ქარები ხანგრძლივ, ბნელ ზამთარებს გულისხმობს. ამ ქვეყნის მოსახლეობა ხშირად ინტერესდება თუ რატომ გადაწყვიტეს მათმა წინაპრებმა იქ დასახლება.

სწორედ ამის გააზრებაში დაგვეხმარება ყველაზე ცნობილი ფინური ცნება „sisu”, როგორც მონდომების, გამბედაობისა და ნებისყოფის ერთობლიობა. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიური გამოწვევების გადალახვისას და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაფართოების მიზნით.

ნდობა

ფინელები დიდ დროს არ უთმობენ ზედმეტ ფიქრს. როგორც საზოგადოება ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნდობას. ამის მაგალითია მოქნილი სამუშაო პროცესი.  კომპანიის ხელმძღვანელებს, აქვთ თანამშრომლების ნდობა და დარწმუნებულები არიან, რომ ისინი კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ საქმეს. ეს არის კულტურა, სადაც თითეულ ადამიანს შეუძლია ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ შეასრულოს თავისი მოვალეობები მაქსიმალურად კარგად.

ეს არჩევანის თავისუფლება და ნდობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო ადგილით. მაგალითად ვთვათ, რომ საფულე ავტობუსში დაგრჩათ, ფინეთში, თითქმის გარანტირებულია, რომ მას დაგიბრუნებენ. ეს სოციალური კვლევა ჩატარდა 2022 წელს ჰელსინკიში, რომლის მიხედვით 12 დაკარგული საფულედან 11 დაუბრუნდა მფლობელს. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ცხოვრება მოულოდნელ გამოწვევებს გვიქმნის, მაგრამ პოზიტიური მენტალიტეტი და ნდობა ხელს უწყობს ბედნიერებისა და კმაყოფილების მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯოებესებას.