|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

სიახლეები

ფიზიკური აქტივობები და ჩვენი ჯანმრთელობა

ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის რომ  მნიშვნელოვანია ამაში ყველა ვთანხმდებით, თუმცა რეგულარულად ძალიან ცოტა ადამიანი მიჰყვება სპორტის რაიმე სახეობას. ყველას შეუძლია, იპოვოს მისთვის შესაფერისი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო გარეთ, სუფთა ჰაერზე შესრულებული ვარჯიშებია. თუმცა თავისუფალი დროის ასეთი ფორმით გატარება ჩვენში არაა გავრცელებული.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ყველაზე ეფექტური გზაა სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას მრავალი მიმართულებით:

  • აუმჯობესებს გულის მუშაობას
  • ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
  • ზრდის კუნთოვან მასას
  • გვიცავს ოსტეოპოროზისაგან

ფიზიკური აქტივობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფიზიკური აქტივობების დადებითი გავლენა ასევე შეგვიძლია დავინახოთ ფსიქოლოგიურ ასპექტში. ვარჯიში გვაყენებს უკეთეს განწყობაზე, ამცირებს შიშს, მნიშვნელოვანი დამხმარეა დეპრესიასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ფიზიკური აქტივობა ასევე ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა – მეხსიერების უნარსაც აუმჯობესებს.

ფიზიკური აქტივობები და დიეტა

ფიზიკური აქტივობები ზრდის სხეულის მიერ კალორიების წვის პროცესს, რაც გვეხმარება წონის კორექციასა და სათანადო ფორმის შენარჩუნებაში. რეგულარული ვარჯიში დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს მადას და ეხმარება სხეულს ცხიმის შემცირებაში. ფიზიკური ვარჯიში საშუალებას გვაძლევს არა მარტო კარგად გამოვიყურებოდეთ, არამედ კარგადაც ვგრძნობდეთ თავს და ავიცილოთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები.

დამატებითი სარგებელი

თუ ჯანმრთელობის უპირატესობები საკმარისი მიზეზი არ არის თქვენთვის, იყოთ აქტიური, შესაძლოა ვარჯიშის ზეგავლენა ლიბიდოზე უკეთეს არგუმენტად მოგეჩვენოთ. როდესაც სპორტით ვართ დაკავებული, ჩვენს სექსუალურ ენერგიაზე პასუხისმგებელი ჰორმონი თავისუფლდება. სპორტს ასევე დიდი გავლენა აქვს ფიზიკურ გარეგნობაზე.

ამიტომ დაკავდით სპორტით, რათა იყოთ ჯანმრთელი, ყოველთვის ფორმაში და დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა. უკეთესია, სცადოთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, რათა საბოლოოდ თქვენთვის შესაფერისი შეარჩიოთ.

  • აერობიკა – თითქმის მთელი კუნთოვანი მასის რიტმული ვარჯიშები, რომელიც ზრდის ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნას.
  • წყლის აერობიკა – რეკომენდებულია ხანში შესული ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად ვერ მიყვებიან სპორტს.
  • კალანეტიკსი – გასართობი ტიპის ვარჯიშები, რომელიც შეიძლება სახლშიც შესრულდეს.
  • პილატესი – წარმოდგენილია განმეორებითი ტიპის მოძრაობების სერიით, რომელშიც ჩართულია როგორც სხეული, ასევე გონება. იგი დადებითად მოქმედებს ფიზიკურ ჰარმონიაზე და შეესაბამება სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მომზადების განსხვავებული დონეებით.
  • ფიტნესი – ვარჯიშის სახეობა, რომელიც შედგება სუნთქვისა და წონის ვარჯიშებისგან, ამასთან მოითხოვს დიეტის დაცვას.
  • იოგა – აღიქმება როგორც სხეულისა და გონების სრულყოფის მეთოდი, რაც შემდგომში ცხოვრების წესად ყალიბდება
  • ტაი ჩი – ტრადიციულ ჩინურ მეთოდებზე დაფუძნებული ფიზიკური ვარჯიში, რაც ძირითად კონცენტრაციას ახდენს მედიტაციაზე.
  • ფიტბოლი – ვარჯიშის უსაფრთხო ფორმა, დაკავშირებული გართობასთან; განსაკუთრებით რეკომენდებულია ხანშიშესული ადამიანებისთვის, ასევე ქალებისთვის ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში.
  • საფეხურები – აერობიკის ვარიაცია, ინტენსიური მოძრაობების ფორმა, რაც ეხმარება ორგანიზმს კალორიების დაწვაში, ზედმეტი ცხიმების მოშორებაში; ასევე ჩართულია აქტივობები, რაც აუმჯობესებს სისხლძარღვოვან სისტემის ფუნქციონირებას.
  • გაჭიმვა – ამცირებს კუნთების მგრძნობელობას ტკივილისადმი, გვიცავს სხვადასხვა დაზიანებისგან და გვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.
  • ძუნძული – ნელი ტემპით სირბილი. ეს პოპულარული აქტივობა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ადგილს ან ხელსაწყოს, ანდა რთული სახის ვარჯიშებს.

მუცლის ცეკვა – აძლიერებს კუნთებს და აყალიბებს  სხეულის ლამაზ ფორმებს.