woman sitting on dock bridge near lake during daytime

ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპონენტები

თარიღი: ივლისი 26, 2021

  • ჯანსაღად კვება

სწორი კვება მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი ცხოვრების წესის. თქვენი სხეული ითხოვს დაბალანსებულ კვებას, რომ შეინარჩუნოს ორგანოს სასიცოცხლო პროცესები, საკვები ნივთიერებები და მინერალები აუცილებელია ჯანმრთელი სხეულის შესანარჩუნებლად.

ამერიკის ჯანდაცვისა სამინისტროს ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30% -ია, ხოლო დანარჩენი 20% ცილოვანი პროდუქტი უნდა იყოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების მიღება.

  • აქტიური ცხოვრების წესი

საამისოდ ფიტნესი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ფიზიკური ფიტნესი აკონტროლებს თქვენს წონას, აუმჯობესებს ძილის რეჟიმს, ამცირებს გულის შეტევების, ინსულტის და სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ზოგადად კი ახანგძლივებს სიცოცხლეს.

  • სტრესის მართვა

ემოციური სტრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსმრთელობაში. სტრესის დროს უფრო ხშირად ადამიანები ეწევიან, იკვებებიან ჭარბად, სვამენ, ზედმეტად შრომობენ, ედავებიან სხვებს და ა.შ. ამრიგად, სტრესის მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და მისი მიღწევის მედიტაციით  და სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი.

  • იმეგობრეთ საკუთარ თავთან

საკუთარი თავის სიყვარული ჯანსაღი, ბედნიერი ცხოვრების საფუძველია. თვითშეფასება არის ის, თუ რამდენად აფასებს და ბედნიერია ადამიანი საკუთარი თავით.  ჯანსაღი თვითშეფასება აუცილებელია.

  • გააძლიერე შენი გონება და სხეული

წარმატებისთვის  გაწერეთ თქვენი მიზნები. განავითარეთ სამომავლო ხედვა, რომელიც სასურველ სამყაროსკენ მიიწევს. იფიქრეთ ამ გამოცდილებაზე და შეატყობთ მოტივაციის მატებას, იმისთვის რომ უფრო წარმატებული იყოთ. დაინახეთ საკუთარი შესაძლებლობები და განავითარეთ იგი.