
კიესელსაურეტაბლეტენ ნ კოსმო 50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Silicea (კოლოიდური სილიციუმის მჟავა) – აქტიური ნივთიერება. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი და სხვა დამხმარე კომპონენტები (მწარმოებლის სპეციფიკაციის მიხედვით).
ჩვენება: კიესელსაურეტაბლეტენ ნ კოსმო წარმოადგენს მინერალურ-სილიციუმის შემცველ პრეპარატს, რომელიც: აძლიერებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას, აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას, ხელს უწყობს ძვლოვანი და სახსრების სისტემის გამაგრებას, დადებითად მოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: თუ ექიმის მიერ სხვა სქემა არ არის რეკომენდებული: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხით. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2–3 ტაბლეტამდე დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: იშვიათად: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (განსაკუთრებით ჭარბი მიღებისას).
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 (ან #100) ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15



















