კოლონ სუის-ინელი / Colon suis-Injeel 1.1 მლ. ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ #5 ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Colon suis D10, D30, D200 – 0,367 მლ; ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება: მსხვილი ნაწლავის ექსკრეციის დარღვევა. ასევე ნაწლავის სპაზმები; მითითებულია, როგორც შუალედური ან საწყისი მკურნალობა სერიოზული ინტოქსიკაციის ყველა დონისას; ასევე, ნაწლავის სტაზი, ნაწლავის კოლიკა, ნაწლავის ტენეზმი, ლორწოვანი და წყლულოვანი კოლიტი, უძილობა.
მიღების წესი და დოზირება: მოითხოვს ინდივიდუალურ დოზას ექიმის მიერ. ზოგადად ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
აღწერა
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15