კოლოცინტის-ჰომაკორდი / Colocynthis-Homaccord 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Citrullus colocynthis D2, Citrullus colocynthis D10, Citrullus colocynthis D30, Citrullus colocynthis D200 0,8 გ; Gnaphalium polycephalum D1, Gnaphalium polycephalum D10, Gnaphalium polycephalum D30, Gnaphalium polycephalum D200 0,2 გ თითოეული. ასევე, Ethanol 35 vol%.
ჩვენება: სხვადასხვა წარმოშობისა და ლოკალიზაციის ნევრალგიისას, განსაკუთრებით საჯდომის ნევრალგიის, ნეკნთაშუა ნევრალგიისა და მალთაშუა დისკის დარღვევების დროს, განსაკუთრებით ხერხემლის წელის მიდამოში.
მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ზოგადად, 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე დარღვევების დროს, თავდაპირველად 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში. პრეპარატის გრძელვადიანი გამოყენება (რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში) უნდა იყოს თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ.
აღწერა
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15