კრალონინი / Cralonin 1.1 მლ. ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Crataegus D 2 – 8.8 მკლ; Spigelia D 1, Kalium carbonicum D 2 – 1.1 მკლ თითოეული. ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება: კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის კორონარული დაავადება, გულის იშემიური დაავადება (გიდ), მ.შ. სტენოკარდია, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობა (განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში); კარდიალგია, ტკივილები გულის არეში (მ.შ. იშემიური ხასიათის); გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა); მოხუცებულობითი გული („სენილური გული“); ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მწვავე სიმპტომების შემთხვევაში 1 ამპულა დღეში (შესაძლოა ყოველ 6-8 საათშიც), სტანდარტულ შემთხვევაში 1 ამპულა 3-1 ჯერ კვირაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის ადეკვატურად დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15