ჩვენ შესახებ
კომპანია „ბიომედიკა“ საქართველოში აერთიანებს გერმანულ ბრენდების Heel, Speick, Bioturm, SpiruSkin, BioPharma და Kohler-ის პროდუქციას. ბიომედიკა ყველა ზემოთაღნიშნული ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარომადგენელია საქართველოში. ყველა ეს ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ბუნებრივ პროდუქციას. ჩვენი მიზანია გავაცნოთ ქართველ მომხმარებლებს სრულიად ბუნებრივი, უსაფრთხო, ეფექტური და მაღალი ხარისხის მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები და საკვები დანამატები.
„ბიომედიკას“ მიერ წარმოდგენილი კომპანია Heel-ი არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია რომელიც უკვე 90 წელს ითვლის და აწარმოებს ჰომეოპათიურ მედიკამენტებს.
კომპანიები HLH BioPharma და Kohler-ი სრულიად ბუნებრივი შემადგენლობის, ეფექტურ საკვები დანამატებს აწარმოებენ. Speick, Bioturm და Spiruskin-ი კი აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი შემადგენლობის თავის მოვლის საშუალებებს სტანდარტების სრული დაცვით და წარმოადგენენ სხეულის სილამაზესა და სიჯანსაღეზე ოპტიმალური ზრუნვის პროდუქტებს.
ყველა ამ ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ ან ჩვენს აფთიაქებში. ბიომედიკას აფთიაქები თბილისში:
🟢 საბურთალო, ო. ჭილაძის ქუჩა №7
🟢 გლდანი, ო. ხიზანიშვილის №28


ჯანმრთელობა - უმაღლესი ფასეულობა
Heel-ის პროდუქცია
Heel (Biologische Heilmittel Heel GmbH) არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაარსდა 1936 წელს და უკვე დაახლოებით 90 წელია წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე.
Heel სპეციალიზდება ბიორეგულაციურ მედიცინაში, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის ბუნებრივი თვითრეგულაციის მექანიზმების მხარდაჭერას.
Heel-ის პრეპარატები ეფუძნება ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებს; გამოიყენება ანთებითი პროცესების, ტკივილისა და ფუნქციური დარღვევების მართვაში; მოქმედებს ორგანიზმზე რბილად და კომპლექსურად; ფართოდ გამოიყენება როგორც ადამიანებისთვის, ისე ვეტერინარიაში.
Heel აერთიანებს მეცნიერულ კვლევებს, მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას, გერმანულ ფარმაცევტულ ხარისხს, ბუნებრივ და ბიორეგულაციურ მიდგომას.
Heel წარმოადგენს ბრენდს, რომელიც აერთიანებს თაობების გამოცდილებას, მეცნიერებას და ბუნებაზე დაფუძნებულ თერაპიას თანამედროვე მედიცინაში.
ნატურალური კოსმეტიკა
SPEICK-ის პროდუქცია
1928 წელს გერმანელმა მეწარმემ და ბუნებრივი კოსმეტიკის პიონერმა ვალტერ რაუმ ქალაქ შტუტგარტში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით-WALTER RAU Fine Soap Works. Walter Rau GmbH & Co.KG Speickwerk გადაეცემა თაობიდან თაობას. რაუს განსაკუთრებულად აინტერესებდა მცენარეული ინგრედიენტები და მათი პრაქტიკული, რეალური ეფექტი კანზე. ბუნებრივი სამკურნალო პროდუქტების კომპანიამ გაუძლო დროს და 98 წლის შემდეგაც არის მოწინავე, სათავეში უდგას დამფუძნებლის მესამე თაობა.
ვალტერ რაუმ შთაგონება მიიღო უნიკალური სამკურნალო მცენარისაგან, ამისათვის მან შეიმუშავა რეცეპტი, რომელიც ეყრდნობა საოცარ მცენარეს – Alpine Celtic Valerian, რომელსაც გერმანულად უწოდებენ “speik“. (ლათ. Valeriana celtica. ინგ. Speick). მცენარე არის მრავალწლოვანი, იზრდება მაღალი ალპებში ავსტრიის Nockberge Biosphere Reserve-ში, ზღვის დონიდან 1,800 მეტრის სიმაღლეზე და უფრო მაღლა, არის დაცული სახეობა, ამიტომ მისი ამოღება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული ალპური ფერმერების მიერ. მცენარეს გააჩნია უნივერსალური დამამშვიდებელი სამკურნალო ეფექტი. Speick ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას ორგანიზმში, ის არ არის მხოლოდ ბოტანიკური იშვიათობა. ბრენდის უნიკალურობა სწორედ ამ მცენარეშია. პროდუქცია არის ნატურალური, ვეგანური, ეკო-სერტიფიცირებული, და წარმოება ხდება გერმანიაში, მაღალი ეკოლოგიური სტანდარტებით.


როცა ბუნება ზრუნავს თქვენზე
SpiruSkin-ის პროდუქცია
SpiruSkin არის კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ეკუთვნის გერმანულ კომპანიას Sanatur-ს — ბუნებრივ პროდუქტებზე სპეციალიზებულ ბრენდს, რომელსაც ბაზარზე უკვე 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
Sanatur ცნობილია მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და ბუნებაზე დაფუძნებული კვლევითი მიდგომით, რაც SpiruSkin-ის პროდუქტებშიც აისახება.
SpiruSkin-ის ფორმულები ეფუძნება 🌿 ზღვის წყალმცენარეებსა და სპირულინას ექსტრაქტს, რომლებიც ცნობილია თავისი მკვებავი და დამცავი თვისებებით.
პროდუქცია ხელს უწყობს კანის დატენიანებასა და აღდგენას; აუმჯობესებს ელასტიურობას; უზრუნველყოფს ნაზ წმენდას და მოვლას; შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის.
SpiruSkin აერთიანებს ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებსა და დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს
ეს არის ბრენდი მათთვის, ვინც ეძებს ეფექტურ, რბილ და ბუნებრივ კოსმეტიკას კანისა და სხეულის ყოველდღიური მოვლისთვის.
SpiruSkin ყოველთვის იყო და იქნება ხარისხის სიმბოლო ბუნებრივი კოსმეტიკის მიმართულებით.
საკვები დანამატები
Kohler Pharma


ბუნებრივი კოსმეტიკა
Bioturm
Bioturm არის გერმანული ბუნებრივი კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და უკვე 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
ბრენდის უნიკალურობა ეფუძნება მის სპეციალურ აქტიურ ინგრედიენტს ბიო შრატის (Bio-Molke) კომპლექსს, რომელიც მიიღება ორგანული რძისგან და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენას.
კანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ვალდებულებით, მათ შეიმუშავეს 150-ზე მეტი პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. თითოეული პროდუქცია ადასტურებს მათი ერთგულების ხარისხსა და მდგრადობას.
Bioturm-ის პროდუქტები მიმართულია მშრალი და მგრძნობიარე კანის მოვლაზე, ატოპიური და პრობლემური კანის მხარდაჭერაზე, სკალპისა და თმის ნაზ წმენდასა და გაძლიერებაზე, კანის დამცავი ფუნქციის აღდგენაზე.
Bioturm-ი აწარმოებს პროდუქციას უახლესი სამეცნიერო აღმოჩენების მიხედვით, ძვირფასი ბუნებრივი ნივთიერებებითა და ინგრედიენტებით, რომელთა ეფექტურობაც დადასტურებულია.
Bioturm-ი მუშაობს მაღალი ხარისხის ნედლეულითა და სპეციალური ინგრედიენტებით, როგორიც მაგალითად მიკრო ვერცხლი და შარდოვანაა. ისინი იყენებენ ინგრედიენტებს კონტროლირებადი ორგანული კულტივებიდან და ამით მხარს უჭერენ ორგანულ მეურნეობას.

პრობიოტიკები
BioPharma
HLH BioPharma არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაარსდა 1994 წელს და უკვე 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
ბრენდი სპეციალიზდება ბუნებრივ, ბიოლოგიურად აქტიურ და მეცნიერულად შემუშავებულ პროდუქტებში, რომლებიც მიმართულია ნაწლავის მიკროფლორის, იმუნური სისტემისა და ზოგადი ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე.
HLH BioPharma-ს პროდუქცია ეფუძნება 🧬 პრობიოტიკებსა და პრებიოტიკებს 🌿 ბუნებრივ ექსტრაქტებს 🔬 თანამედროვე ფარმაცევტულ კვლევასა და ხარისხის კონტროლს.
პროდუქტები გამოიყენება ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის აღსადგენად; იმუნური სისტემის გასაძლიერებლად; ბავშვებისა და მოზრდილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად; საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
HLH BioPharma აერთიანებს გერმანულ ფარმაცევტულ ხარისხს, კლინიკურ და მეცნიერულ მიდგომას, ბუნებრივ ინგრედიენტებს, მრავალწლიან გამოცდილებას.
HLH BioPharma წარმოადგენს ბრენდს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებასა და ბუნებაზე დაფუძნებულ თერაპიას ჯანმრთელი მომავლისთვის.