|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

სიახლეები

თავის მოვლა

იმისათვის, რომ ეფექტურად მოუაროთ სახის კანს, აუცილებელია ზუსტად იცოდეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური თუ მგრძნობიარე. სახის მოვლის საშუალებების ფორმულები, კანის განსხვავებული ტიპებისთვის არის შექმნილი. არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თქვენი სახის კანს.

თუ გაქვთ დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით სახის დაბანის შემდეგ, თქვენ მშრალი კანი გაქვთ. მას ასევე ახასიათებს კანის ზედაპირის აქერცვლა და პერიოდული სიწითლე.

მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვავოთ მშრალი და გაუწყლოებული კანი. მშრალი კანი წარმოიქმნება ცხიმის გამოყოფის ნაკლებობის გამო, ხოლო გაუწყლოება კანის დროებითი მდგომარეობაა, რომლის აღმოფხვრა დამატენიანებელი პროცედურების ჩატარებით შეგიძლიათ. კანის გაუწყლოებას კლიმატური და გარემო პირობებიც იწვევს. მშრალი კანის მოვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირუსკინის მკვებავი კრემი. იგი თქვენს კანს გახდის რბილს და გლუვს. სპირუსკინის მკვებავი კრემი შეიცავს სპირულინა მიკროწყალმცენარეს, შიის კარაქს და ბუნებრივი ლიპოსომის წარმომქმნელს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ამცირებს ნაოჭებს.

თუ კანი ყოველთვის ბზინავს და ზედმეტ ცხიმს ამჩნევთ სახეზე, კისერზე, მხრებსა და   ზურგზე, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ხშირად გიჩნდებათ სახის დაბანის სურვილი, განსაკუთრებით შუადღისას, როდესაც ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა. თქვენი ფორები ფართოა, ხშირად გაწუხებთ ფერიმჭამელები და გამონაყარი. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ სპირუსკინის მსუბუქი პლანკტონური პილინგის გამოყენებას. იგი შექმნილია ბუნებრივი კომპონენტებისგან. სპირუსკინის პლანკტონური პილინგი მსუბუქად აშორებს სახის კანს ზედმეტ სებუმს და რქოვანას მცირე ნაწილაკებს. ყოველივე ეს განაპირობებს დამანოტივებელი მცენარეული ექსტრაქტების, როგორებიცაა სპირულინა პლატენზის, ორქიდეის ექსტრაქტის და ზღვის წყალმცენარეების ოპტიმალურ აბსორბციას კანის მხრიდან.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი კანი ადვილად ღიზიანდება, წითლდება, ხშირად გაწუხებთ ქავილი, სიმშრალე და გამონაყარი, გითანაგრძნობთ, მგრძნობიარე კანი გაქვთ. ის ხშირად განიცდის უარყოფით რეაქციებს ახალი პროდუქტების გამოყენების დროს. სახე ადვილად წითლდება სიცხეში ან სიცივეში. მგრძნობიარე კანის მქონე ადამინები, უფრო ადვილად იწვებიან მზეზე, უვითარდებათ ეგზემა ან როზაცეა. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს კანს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ასეთ დროს სპირუსკინის ინტენსიური კრემი დაგეხმარებათ. სპირუსკინის ინტენსიური კრემი ყოველმხრივ ზრუნავს კანზე მცენარეული ზეთების და ჰიალურონის მჟავის ხარჯზე. შეიცავს შიის კარაქს, ქოქოსის და ნუშის ზეთს, რომლებიც უზრუნველყოფენ  რბილი და გლუვი სახის კანის განვითარებას. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის ოპტიმალური კომპონენტები, მაგალითად ისეთები როგორებიცაა – სპირულინას მიკროწყალმცენარე და ჰიალურონის მჟავა, იმისთვის, რომ უზრუნველყოთ მისი ოპტიმალური დანოტივება. სპირუსკინის ინტენსიური კრემი ასევე შეიცავს უნაკლო სახის კანის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პრემიუმ ხარისხის ფუტკრის ცვილს და ვიტამინ E-ს.