მშობლებმა შესაძლებელია ხელი შეუწყონ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესების გამომუშავებაში
ბავშვები მაგალითს მშობლების და უფროსებისგან იღებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი მისცენ მათ.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. პოზიტიური განწყობა
ბავშვების დახმარება პოზიტიური ხასიათის ჩამოყალიბების კუთხით შესაძლებელია იყოს ძალზედ მნიშნელოვანი მათი სტრესისადმი მედეგობის ზრდის კუთხით
2. ლიმიტირებული ეკრანთან გატარებული დრო
ბავშვები და მოზარდები იზრდებიან ციფრულ სამყაროში, იმყოფებიან ციფრული მედიის კომპიუტერების, სმარტფონების და ტელევიზიის გავლენის ქვეშ დღის ნებისმიერ დროს. ამ მხრვი მშობლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შვილების სწავლებაში, თუ როგორ გამოიყენონ ეკრანის დრო ჯანსაღად, რაც შედეგად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს.
დააწესეთ ლიმიტი ოჯახში ციფრული საშუალებების გამოყენების კუთხით, ვინაიდან მისი გადაჭარბებული გამოყენება იწვევს უძილობას, კონცენტრაციის და სოციალური ინტერაქციის უნარის დაქვეითებას.
3. იკითხეთ ბავშვებთან ერთად ყოველდღიურად
არასდროს არის გვიან დაიწყოთ ბავშვთან ერთად კითხვა. პედიატრები გვიწევენ რეკომენდაციას დავიწყოთ ბავშვებისთვის კითხვის პროცესი დაბადებიდან და გავაგრძელოთ ბაღის პერიოდის განმავლობაშიც.
ბავშვებთან და ჩვილებეთან ერთად კითხვის პროცესი ეხმარება პატარას თავის ტვინს დამატებითი ნეირონული კავშირების ჩამოყალიბებაში, რაც აუმჯობესებს მათ გონებრივ შესაძლებლობებს. მოცემული ნეირონული კავშირები ასევე აუმჯებესებენ ბავშვის მიერ უცხო ენის დაუფლების უნარს და სოციალურ-ემოციური თვისებების ჩამოყალიბების პროცესს. ეს ყველაფერი კი ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესებია ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე.
4. მოამზადეთ ფერებით დატვითული საკვები
კვებითი რაციონის შევსება ნათელი ფერის საკვებით უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საკვები სეზონურია. მაგალითად წითელი ხილი (ვაშლი), ლურჯი და მეწამული (მოცვი და ყურძენი), მწვანე (მარცლოვნები), ყვითელი და ნარინჯისფერი (სტაფილო და გოგრა) და თეთრი (ყვავილოვანი კომბოსტო).
5. საუზმე
დაბალანსებული საუზმის მიღება გაჯერებულის პროტეინებით ძალზედ კარგი დღის დასაწყისია თქვენი პატარისთვის.
• მოხარშული კვერცხი, გახუხული პური და ვაშლი
• ნუშის კარაქი და გახუხული პური
• Ბერძნული იოგურტი
6. ფიზიკური აქტივობა
შესთავაზეთ თქვენს პატარებს დაკავდნენ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით, დაწყებული ცურვიდან გაგრძელებული ფეხით სპორტული სიარულით. დაკავდით აღნიშნული აქტივობებით ოჯახთან ერთად. ყველა ბავშვი ინვიდუალურია, ამიტომ ყველასთვის გამოინახება რაიმე საინტერესო.
7. გაეცანით საკვების ეტიკეტებს
ესაუბრეთ ბავშვს კვების შესახებ, გააცანით მისი საყვარელი საკვების ეტიკეტები. შეგიძლიათ ყურადღება გაამახვლოთ ეტიკეტის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, მაგალითად პროდუქტში შაქრის, ნაჯერი ცხიმების და კალორიების შემცველობაზე. ასევე პორციის ზომაზე. თუ საკვები რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს, მის ეტიკეტზე თითეული კომპონენტი განთავსებული იქნება კლებადობის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ პირველ ადგილზე მითითებულია შაქარი, შესაბამისად მოცემულ პროდუქტში შაქრის შემცველობა სხვა ინგრედიეტებთან შედარებით ყველაზე მაღალი იქნება.
თქვენი დახმარებით ბავშვები გამოიმუშავებენ ჯანსაღი ცხოვრების წესებს, რაც მათ ზრდასრულობის პერიოდშიც გაყვებათ.