|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

სიახლეები

სასარგებლო რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

როგორც ყველამ ვიცით ჯანსაღმა ცხოვრების წესმა შესაძლებელია მოახდინოს ბევრი ქრონიკული დაავადების პრევენცია და ორგანიზმის მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა დღეს არსებული უამრავი სხვადასხვა ინფორმაცის გამო, ზოგჯერ რთულია ზუსტად განსაზღვრა თუ რომელი წესის დაცვა იქნება მეტად სასარგებლო ხანგძლივად და ჯანმრთელად ცხოვრებისთვის.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სტრესის დონე მატულობს. ძალზედ ხშირად, როცა სტრესის ქვეშ ვართ, არ ვაქცევთ ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვას, რაც გულისხმობს ნაკლებ ძილს და მეტ არასასარგებლო, მავნე ჩვევის განვითარებას. თუ ეს თქვენთვის ნაცნობად ჟღერს, შესაძლებელია დრო იყოს გაითვალისწინოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა – სვათ მეტი სითხე დღის განმავლობაში და ივარჯიშოთ.

დღის განმავლობაში მიიღეთ მეტი სითხე

დაბადებისას ჩვენი სხეულის 97% შეიცავს წყალს. ზრდასრულ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება მცირედით, მაგრამ მაინც მერყეობის 75%-ის ფარგლებში. ჩვენი ტვინის უჯრედების ძირითადი ნაწილი შედგება წყლისგან, კბილების 10%-საც კი წყალი შეადგენს. ორგანიზმში თითეული უჯრედის ფუნქცია გარკვეულწილად დაკავშირებულია სითხის დონეზე: სისხლი და სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მოითხოვს წყალს, რომ ხელი შეუწყოს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესს. ასევე წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმში საჭირო მიკროელემენტების ტრანსპორტისთვის. 2%-ით დეჰიდრატაციაც კი იწვევს ორგანიზმის ენერგიულობის მაჩვენებლის ვარდნას 25%-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია დღის განმავლობაში 2 – 2.5 ლიტრი წყლის მიღება.

პრიორიტეტი მიანიჭეთ უკეთ გამოძინებას

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცალსახა პასუხი რა იგულისხმება „ნორმალურ“ ძილში, შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ზრდასრულ ასაკში მიზანშეწონილია 7-9 საათი ძილი. ძილის დროს უამრავი მნიშვნელოვანი ფუნქცია სრულდება ორგანიზმში. ის მნიშვნელოვანია როგორ ფიზიკური ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის.

უარი თქვით თამბაქოს მოხმარებაზე

თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. დაახლოებით მწეველების ნახევარი იღუპება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების გამო. თუ თქვენ ხანგძლივად მოიხმართ თამბაქოს, არამწეველებთან შედარებით, ის სიცოცხლის ხანგძლივობას დაახლოებით შეამცირებს 10 წლით. მწეველებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარებას წყვეტენ 45 წლამდე სიცოცხლის ხანგძლივობა აქვთ არამწეველების სიცოცხლის ხანგძლივობასთან მიახლოებული. ამ ასაკის ზემოთ კი ეს ზღვარი იზრდება, მაგრამ 45 წლის ზემოთ მწეველობის შეწყვეტაც კი მნიშვნელოვანი სარგებელის მომტანია ორგანიზმისთვის.