|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

გრიპ-ჰეელი / Gripp-Heel 1.1 მლ. 1 ამპულა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

გამოშვების ფორმა: # 5 ამპულა

შემადგენლობა: 1.1 მლ საინიექციო ხსნარი შეიცავს: Aconitum napellus D3 – 4,4 მგ; Eupatorium perfoliatum D2 – 1,1 მგ, Phosphorus D4 – 1,1 მგ, Lachesis mutus D11 – 2,2 მგ, Bryonia D3 – 2,2 მგ. ასევე, ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო ხსნარი.

ჩვენება: გრიპი და დრიპისმაგვარი ინფექციები; ენდოგენური დაცვის სისტემის სტიმულირებისთვის – გამოხატული ინტოქსიკაციით და მაღალი ცხელებით მიმდინარე სხვა მრვი და ინფექციური დაავადებები; გრიპის და  მრვის

3,60 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ)  კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში  – 1-3ჯერ კვირაში, მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.  

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – ჰიპერემია, კანზე გამინაყარი, ან ქავილი. 

განსაკუთრებული მითითება6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რაც მალე იწყება პრეპარატის  მიღება, მით სწრაფად მიიღწევა შედეგი და ხანმოკლე ხდება გამოჯანმრთელების პერიოდი. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგაც, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დამატებით 3-5 დღის განმავლობაში ორგანიზმის სრული დეტოქსიკაციისთვის. ორსულებში და მეძუძურებში გამოყენება ინდივიდუალურია.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი ქარხანა

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

დრ-რეკევეკის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია