ბრიაკონელი / Bryaconeel №50 ტაბ
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Bryonia D4 – 120 მგ; Aconitum nepellus D4 – 150 მგ; Phosphorus D5 – 30 მგ. ასევე lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: ნევრალგიები, მ.შ. რევმატული წარმოშობისა; გრიპოზული ინფექციები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
აღწერა
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15