ჰელიდონიუმ-ჰომაკორდი NT / Chelidonium-Homaccord NT. 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Chelidonium majus D10, Chelidonium majus D30, Chelidonium majus D200 – შესაბამისად 0,6 გ. Atropa Belladonna D10, Atropa Belladonna D30, Atropa Belladonna D200, Atropa Belladonna D1000 შესაბამისად 0,3 გ. Ethanol 35 vol%.
ჩვენება: ქოლანგიტი, ქოლეცისტიტები, ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობტურაციული სიყვითლე (შეგუბებითი) და ღვიძლის სხვა დაავადებები (პარენქიმის დაზიანებით). გულის არითმიებისას გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.
აღწერა
დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ – არა უმეტეს 2 სთ-ისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15