ჰორმელი SNT / Hormeel SNT. 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ ( (105მლ) ) ხსნარი შეიცავს: Sepia officinalis D6 – 50 მგ; Calcium carbonicum Hahnemanni D8 – 100 მგ. Conyza Canadensis D3 – 50 მგ. Viburum opulus D3 – 50 მგ. Cuclamen europium D4 – 50 მგ. Strychnos ignatii D6 – 50 მგ. Muristica fragnas D6 – 100 მგ. ასევე Ethanol 35%.
ჩვენება: მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევები. დამხმარე საშუალება უშვილობისას. ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.
აღწერა
დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ – არა უმეტეს 2 სთ-ისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15