აღწერა
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Acidum phosphoricum D 4 60 mg, Ignatia D 4 60 mg, Kalium bromatum D 4 30 mg, Sepia officinalis D 4 60 mg, Zincum isovalerianicum D 4 30 mg,
შემავსებელი: ლაქტოზის მონოჰიდრატი 60 მგ. მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ,
ჩვენება: ნერვული აგზნებადობის მომატება, ფსიქოსომატური დარღვევები, კლიმაქსური ნევროზი, გაღიზიანებადობა, უძილობა, დეპრესია, ვეგეტატიური დისტონია, ქორეა; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზისმაგვარი სინდრომი, ეგზოგენური დეპრესია; აბსტინენციური მდგომარეობა; ბავშვების გონებრივი განვითარების დარღვევის კომპლექსური თერაპია.
უკუჩვენება: ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილება: ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ოსრულობისა და ლაქტაციის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ ქრება, არ ექვემდებარება განსაზღვრას ან ახალია უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, ისინი შეიძლება გამოჩნდეს იმ მდგომარეობის გამო, რომელიც მოითხოვს სამედიცინო გამოკვლევას.
გვერდითი ეფექტი: არ არის ცნობილი.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.
დოზირება და მიღების წესი: თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემო ასაკის: 1 ტაბლეტი პირის ღრუში გასაწუწნად დღეში 3-ჯერ.
შეფუთვა: შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვა: განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15