აპის-ჰომაკორდი / Apis-Homaccord 1.1 მლ. ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულები პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1.1 მლ 1 ამპულა შეიცავს: Apis mellifica Д4, Apis mellifica Д10, Apis mellifica Д30, Apis mellifica Д200, Apis mellifica Д1000 შესაბამისად 0,1 მლ; Apisinum Д8, Apisinum Д30, Scilla Д4, Scilla Д10, Scilla Д30 შესაბამისად 0,25 მლ; Tartarus stibiatus Д4, Tartarus stibiatus Д10, Tartarus stibiatus Д30, Tartarus stibiatus Д200 შესაბამისად 0,4 მლ; ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი:
ჩვენება: ძირითადი ჩვენებაა ბულოზური და პუსტულური ეგზემა, სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპება. მიოკარდიუმის მსუბუქი სისუსტის შედეგად გამოწვეული შეშუპება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ტერფების შეშუპება, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა; იგი აქტიურად გამოიყენება ლარინგიტის, ნეიროდერმიტის, ჰერპეს ზოსტერის, მწერების ნაკბენის (მათ შორის ფუტკრის), ხმოვანი იოგების შეშუპების, ალბუმინურიის, მწვავე გლომერულონეფრიტის, ცერებრალური აგზნებადობის დროს.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15