პლაცენტა კომპოზიტუმი / Placenta compositum 2.2 მლ ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 2.2 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 2.2 მლ 1 ამპულა შეიცავს: Placenta suis D6, Embryo suis D8, Vena suis D8, Arteria suis D10, Funiculus umbilicalis suis D10, Hypophysis suis D10, Secale cornutum D4, Acidum sarcolacticum D4, Nicotiana tabacum D10, Strophanthus gratus D6, Aesculus hippocastanum D4, Melilotus officinalis D6, Cuprum sulfuricum D6, Natrium pyruvicum D8, Barium carbonicum D13, Plumbum jodatum D18, Vipera berus D10, Solanum nigrum D6 შესაბამისად 22 მგ;
ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი:
ჩვენება: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სტიმულირება არტერიოსკლეროზის, თამბაქოს წევის და შაქრიანი დიაბეტისშედეგად გამოწვეული ქვედა კიდურის განგრენის, განგრენოზული წყლულების, ელეფანტიაზის, ნაწოლების, ვეგეტატური დისტონიის, ენდარტერიიტის, კვანძოვანი ერითემის, ენდომეტრიტის, ენცეფალიტის და ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენების, რქოვანას დაბინდვის, შიგნითა ყურის დაავადების შედეგად გამოწვეული სმენის დაქვეითებისას.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15