|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ბარიოდეელი / Barijodeel 50 ტაბ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Barium carbonicum D12, Ignatia D6, Datura stramonium D4, Kalium phosphoricum D6, Arnica montana D4 შესაბამისად 30 მგ; Causticum Hahnemanni D6, Semecarpus anacardium D6, Aconitum napellus D12 შესაბამისად 45 მგ; Calcium jodatum D4 15 მგ; ასევე, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ჩვენება: ათეროსკლეროზი, განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი და ამ მიზეზით გამოწვეული გონებრივი სისუსტე;, ლიმფატიზმი, ასაკობრივი მეხსიერების დაქვეითება , არტერიოსკლეროზის შედეგად გამოწვეული თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ბავშვებში ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩენა. ლიმფატიზმი.

მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 6 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სუბლინგვალურად. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

20,69 ₾

არ არის მარაგში

აღწერა

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, კერძოდ, არნიკა და ასტრასებრთა ჯგუფის სხვა მცენარეები;  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას (ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომებიტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია