Kohler – მაგნეზიუმ კოჰლერ 60 კაფს.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი.
გამოშვების ფორმა: კაფსულები №30, №60.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
- მაგნიუმის ციტრატი 944.6 მგ, რაც შეესაბამება 150.0 მგ სუფთა მაგნიუმს (მაგნიუმის იონები) ვიტამინი B6 62.5 მგ
ჩვენება: ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა – მ. შ. გულის კუნთის ფუნქციისაც. ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მოწესრიგება. ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნება.
დოზირება და მიღების წესი: 1 ან 2 კაფსულა დღეში, საკმაო რაოდენობა სითხესთან ერთად.
უკუჩვენება: შემადგენელი აქტიური ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
აღწერა
განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს გლუტენს! არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას, ჟელატინს, საფუარს, კანონის შესაბამისად, ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს.
დამატებითი ინფორმაცია: მაგნიუმი არის მინერალური ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმი მას თვითონ არ ქმნის და ამიტომ აუცილებელია საკვებთან ერთად მისი მიღება.
იშვიათი არაა ისეთი სიტუაციების არსებობა, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ორგანიზმში მაგნიუმის ადექვატურ მარაგს.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს არაბალანსირებული კვება და ის ფაქტიი, რომ საკვების მომზადების პროცესში მაგნიუმი შეიძლება დაიკარგოს (მაგალითად, საკვების მოსამზადებელი წყლით). ასევე, გარკვეული დამამძიმებელი სიტუაციებისას, როგორიცაა სტრესი, ფიზიკური ვარჯიში, ან ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება მაგნიუმის მიმართ.