|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ფუკუს ვეზიკულოზუს-ინელი / Fucus veziculosus-injeel 1 ამპ.

კატეგორია: სხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1.1 მლ ამპულაში.

შემადგენლობა: 1.1 მლ 1 ამპულა შეიცავს: Fucus vesiculosus D12, D30, D200 – შესაბამისად 0,367 მლ.  ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი:

ჩვენება: სიმსუქნე, სახსრების ტკივილი, ართრიტი, ყაბზობა, ათეროსკლეროზი, იოდის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, მათ შორის დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვალი (ჩიყვი).

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, იოდის დეფიციტი, სიმსუქნე და მრავალი სხვა, მაგრამ არ არსებობს კარგი სამეცნიერო მტკიცებულება ამ გამოყენების მხარდასაჭერად.

12,10 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა სასურველია მოხდეს ამ სფეროში გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. თვითმკურნალობისას გამოყენების ფარგლებში, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: მხოლოდ 1-2 მლ ერთი ინექცია კვირაში; თერაპიის გასაგრძელებლად რეკომენდებულია მიმართულების ამ სფეროში დადასტურებული გამოცდილების მქონე ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას (ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ამ პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი დოკუმენტირებული გამოცდილების გამო, ის არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია