მელილოტუს-ჰომაკორდი / Melilotus-Homaccord 1.1 მლ. ამპ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი: 1.1 მლ ამპულაში.
ჩვენება: ჰიპერტენზია, სისხლსავსეობა, სისხლის მიმოქცევის მოშლა ტვინში (ტვინში სისხლის მიმოქცევის შეგუბება – თავის ტკივილით და თავბრუსხვევით); დამხმარე თერაპია ინსულტისა და ტრანზიტორული იშემიური შეტევის მკურნალობისას; სისხლის მიმოქცევის მოშლა კორონარულ არტერიებში; პრეაპოპლექსიური მდგომარეობებით, ტკივილი გულში; კორონარული სისხლის მიწოდების დარღვევა და სტენოკარდია.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
აღწერა
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: 1.1 მლ. ამპ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15