|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ჩვენს შესახებ

კომპანია „ბიომედიკა“  საქართველოში აერთიანებს გერმანულ ბრენდების Heel, Speick, Bioturm, SpiruSkin, BioPharm და Kohler-ის პროდუქციას. ბიომედიკა ყველა ზემოთაღნიშნული ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარომადგენელია საქართველოში. ყველა ეს ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ბუნებრივ პროდუქციას. ჩვენი მიზანია გავაცნოთ ქართველ მომხმარებლებს სრულიად ბუნებრივი, უსაფრთხო, ეფექტური და მაღალი ხარისხის მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები და საკვები დანამატები.

„ბიომედიკას“ მიერ წარმოდგენილი კომპანია Heel-ი არის გერმანული ფარმაცევტული კომპანია რომელიც უკვე 90 წელს ითვლის და აწარმოებს ჰომეოპათიურ მედიკამენტებს.

კომპანიები HLH BioPharma და Kohler-ი სრულიად ბუნებრივი შემადგენლობის, ეფექტურ საკვები დანამატებს აწარმოებენ. Speick, Bioturm და Spiruskin-ი კი აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი შემადგენლობის თავის მოვლის საშუალებებს სტანდარტების სრული დაცვით და წარმოადგენენ სხეულის სილამაზესა და სიჯანსაღეზე ოპტიმალური ზრუნვის პროდუქტებს.

ყველა ამ ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ ან ჩვენს აფთიაქებში. ბიომედიკას აფთიაქები თბილისში:
🟢 საბურთალო, ო. ჭილაძის ქუჩა №7
🟢 გლდანი, ო. ხიზანიშვილის №28

ჯანმრთელობა - უმაღლესი ფასეულობა

Heel-ის პროდუქცია

Heel-ი არის ფარმაცევტული კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული მედიკამენტების წარმოებით.

 

Heel-ის მედიკამენტები უსაფრთხო და ეფექტურია მრავალი დაავადების სამკურნალოდ. უახლესი ტექნოლოგიების, პრაქტიკაზე დაფუძნებული და ექსპერიმენტული კლინიკური კვლევების დახმარებით, Heel-ი ცდილობს იმის გარკვევას, თუ როგორ მოქმედებენ ეს მედიკამენტები ორგანიზმში. ჩვენი მიზანია შევიმუშავოთ თერაპიები, რომლებიც უფრო მეტად მორგებულია პაციენტთა სამედიცინო საჭიროებებზე.

 

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალი ეკუთვნის მედიცინას, რომელიც დაფუძნებულია ბიოლოგიური ქსელების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თერაპიული დახმარებით საკუთარი თავის მოწესრიგებაზე.

ნატურალური კოსმეტიკა

SPEICK-ის პროდუქცია

1928 წელს გერმანელმა მეწარმემ და ბუნებრივი კოსმეტიკის პიონერმა ვალტერ რაუმ ქალაქ შტუტგარტში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით-WALTER RAU Fine Soap Works. Walter Rau GmbH & Co.KG Speickwerk გადაეცემა თაობიდან თაობას. რაუს განსაკუთრებულად აინტერესებდა მცენარეული ინგრედიენტები და მათი პრაქტიკული, რეალური ეფექტი კანზე. ბუნებრივი სამკურნალო პროდუქტების  კომპანიამ გაუძლო დროს და  98 წლის შემდეგაც არის მოწინავე, სათავეში უდგას დამფუძნებლის მესამე თაობა. 

ვალტერ რაუმ შთაგონება მიიღო უნიკალური სამკურნალო მცენარისაგან, ამისათვის მან შეიმუშავა რეცეპტი, რომელიც ეყრდნობა საოცარ მცენარეს – Alpine Celtic Valerian, რომელსაც გერმანულად უწოდებენ “speik“. (ლათ. Valeriana celtica. ინგ. Speick). მცენარე არის მრავალწლოვანი, იზრდება მაღალი ალპებში ავსტრიის Nockberge Biosphere Reserve-ში, ზღვის დონიდან  1,800 მეტრის სიმაღლეზე და უფრო მაღლა, არის დაცული სახეობა, ამიტომ მისი ამოღება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული ალპური ფერმერების მიერ. მცენარეს  გააჩნია უნივერსალური დამამშვიდებელი სამკურნალო ეფექტი. Speick ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას ორგანიზმში, ის არ არის მხოლოდ ბოტანიკური იშვიათობა. ბრენდის უნიკალურობა სწორედ ამ მცენარეშია. პროდუქცია არის ნატურალური, ვეგანური, ეკო-სერტიფიცირებული, და წარმოება ხდება გერმანიაში, მაღალი ეკოლოგიური სტანდარტებით.

როცა ბუნება ზრუნავს თქვენზე

SANATUR-ის პროდუქცია

35 წლის განმავლობაში „სანატური“ ქმნის საკვებ დანამატებს მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან, ორგანული და ვეგანური სტანდარტის დაცვით, რეგიონალური კულტივაციის წესების გათვალისწინებით. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კომპონენტები სანატურის პროდუქტებში შედის წყალმცენარეების, ვიტამინების და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციების სახით.

„სანატური’ ყოველთვის იყო და იქნება ხარისხის სიმბოლო, როგორც საკვები დანამატების ისე ბუნებრივი კოსმეტიკის მიმართულებით.

საკვები დანამატები

Kohler Pharma

Kohler Pharma (KVP) არის ფარმაცევტული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მინერალურ დანამატებს. იგი დაარსდა 1948 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ალსბახ-ჰენლაინში. კომპანია გთავაზობთ ამინომჟავებს, არგინინს, ანტიოქსიდანტებს, ბოჭკოვან, ბიოტინს, ბრომელინს, კალციუმს, ქლორიდს, კაროტინს, შაქრიან დიაბეტს, ელექტროლიტებს, გლიკოგენს, ნატრიუმს და სხვა.

 
 

ბუნებრივი კოსმეტიკა

Bioturm

ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, BIOTURM ინარჩულებს ბუნებრივი კოსმეტიკური ინოვაციების მოწინავეობას. კანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ვალდებულებით, მათ შეიმუშავეს 150-ზე მეტი პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. თითოეული პროდუქცია ადასტურებს მათი ერთგულების ხარისხსა და მდგრადობას.

გერმანული წარმოების ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი BIOTURM-ი უკვე ბიომედიკას სააფთიაქო ქსელში.

Bioturm-ი აწარმოებს პროდუქციას უახლესი სამეცნიერო აღმოჩენების მიხედვით, ძვირფასი ბუნებრივი ნივთიერებებითა და ინგრედიენტებით, რომელთა ეფექტურობაც დადასტურებულია.

Bioturm-ი მუშაობს მაღალი ხარისხის ნედლეულითა და სპეციალური ინგრედიენტებით, როგორიც მაგალითად მიკრო ვერცხლი და შარდოვანაა. ისინი იყენებენ ინგრედიენტებს კონტროლირებადი ორგანული კულტივებიდან და ამით მხარს უჭერენ ორგანულ მეურნეობას.

Bioturm-ი გარანტიას იძლევა პროდუქციის მაღალ ხარისხზე.

Bioturm-ის ყველა პროდუქტი წარმოებულია გერმანიაში.