
არნიკა-კრემი-ჰეელი S / Arnica-Creme-Heel S 50 მგ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ შეიცავს: ჰიდროფილური მალამო (DAB 10) კონსტ.: ემულგირებადი ცეტილსტეარილის სპირტი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი, რბილი თეთრი პარაფინი, ასევე, თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი A) ემულსირებადი, პარაფინი – თეთრი რბილი, გამოხდილი წყალი, ეთანოლი(96%) ACC. ეთანოლი(94%).
აღწერა
ჩვენება: მიალგია გადატვირთვის შემდეგ, არტერიული და ვენური სისტემის დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება: დღის განმავლობაში დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას შესაბამისი რაოდენობის მალამო, ნაზად შეიზილეთ სრულ გაწოვამდე. დღეში 2-3-4 ჯერ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. (ემატება ცნობილი კომპონენტის ალერგია – თუ არის).
ორსულობა / ლაქტაცია: ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები:
მოერიდეთ კონტაქტს ლორწოვანთან, ღია ჭრილობებთან, დაზიანებულ კანთან და თვალთან.
ცეტილსტეარილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ლოკალური ალერგიური რეაქცია (მაგ.კონტაქტური დერმატიტი) .
სიმპტომების გაუარესების ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ წაისვათ მალამო კანის ფართო უბანზე.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ საჭიროებს
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15