50% OFF

გასტრიკუმელი 50 ტაბ.

20.69

აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Argentum nitricum D6, Acidum arsenicosum D6 – შესაბამისად 30 მგ, Pulsatilla pratensis D4, Strychnos Nux vomica D4, Carbo vegetabilis D6, Stibium sulfuratum D6 – შესაბამისად 60 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული გასტრიტი; გულძმარვა, მეტეორიზმი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და გამოყენების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით, მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38

Vendor Information

მსგავსი პროდუქცია