აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სტანდარტული დოზირება 1 ამპულა 1-ჯერ კვირაში, (მძიმე დაავადების შემთხვევაში – კვირაში 2-3-ჯერ).
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: ინექციის შემდეგ შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მატება და ადგილობრივი რეაქციები სიწითლისა და ტკივილის სახით, რაც ორგანიზმის ნორმალურ რეაქციად ითვლება. ეს არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. განმეორებითი ინექციები ტარდება ამ სიმპტომების გავლის შემდეგ. ორსულებში და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებას წყვეტს ექიმი ინდივიდუალურად, რისკის/სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინებით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15