
გრიპ ნოზოდ ინელ. 1,1 მლ. 1 ამპულა/ Grippe-Nosode-Injeel
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1,1 მლ შეიცავს Influenzinum-Nosode D10 – 0,367 მლ, Influenzinum-Nosode D30 – 0,367 მლ, Influenzinum-Nosode D200 – 0,367 მლ, დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ინექციისთვის განკუთვნილი წყალი.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობებისთვის
აღწერა
- გრიპის შემდეგ განვითარებული გართულებები:
- ნაზოფარინგიტი
- ქრონიკული სინუსიტი
- ფარინგიტი
- ქრონიკული ლარინგიტი და ლარინგოტრაქეიტი
- რევმატული ტკივილი, რომელიც თან ახლავს სისუსტეს, დაღლილობას, გულის პრობლემებს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას
- კიდურებში სისუსტის შეგრძნება
- ხშირი განმეორებადი გაციებებისადმი მიდრეკილება
- პროფილაქტიკის მიზნით (აქტიური იმუნიზაცია).
- ჭარბი წონა და სიმსუქნე (მათ შორის ბავშვებში), რომელიც დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციასთან (ჰიპოთირეოზი)
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: #10 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15