აღწერა
მიღების წესები და დოზები: ჩვეულებრივ 1 ამპულა კანქვეშ, კუნთში, კანში (ნევრალგიებისას), ნევრალურად, სეგმენტურად, ტკივილის მიდამოში, აკუპუნქტურის წერტილებში, პარავერტებრალურად – 1-3-ჯერ კვირაში.
გვერდითი მოვლენები: გამოყენების შემდეგ ნერწყვის სეკრეციის მომატებაა შესაძლებელი. პრეპარატში ვიტამინების შემცველობის გამო კანქვეშ ან კანში ინექციებისას შესაძლოა მტკივნეულობა (წვა).
უკუჩვენება: არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები: Discus compositum- ში შემავალი ვიტამინების, ორგანო-პრეპარატების,კატალიზატორების,ჰომეოპათიური სუბსტანციების და მიკროელემენტების შეხამება მნიშვნელოვან თერაპიულ ეფექტს იწვევს. ამასთან შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე: Colocynthis-Homaccord, Neuralgo-Rheum-Injeel, Zeel T, Traumeel S, Spascupreel, China-Homaccord S და სხვა.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ვიტამინებს, რის გამოც მისმა კანშიგა და კანქვეშა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნება (წვა).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები: დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.