ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Valeriana Q – 65 g. Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 – შესაბამისად 5გ, Melissa Q-3g, Chamomilla Q, Avena Sativa Q – შესაბამისად 2გ, Acidum Picrinicum D5-10g, Kalium bromatum D1, Ammonium bromatum D1, Natrium bromatum D1 – შესაბამისად 1გ.
ჩვენება: დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნეევრასთენიული მდგომარეობისას.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
გვერდითი ეფექტი: არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები: მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უსაფრთხოებაზე. ინიშნება როგორც ბრომის შემცვლელი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილისა და ბავშვებში კბილის ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel-თან ერთად).
პრეპარატი ნაჩვენებია აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeep S-თან ერთად).
პრეპარატის მიღებისას, არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული,ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს.
პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ: Nux Vomica-Homaccord, Hepeel – ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით – გამოღვიძების შემდეგ).