|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ვიბურკოლი N / Viburcol N. 12 სუპ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფიკომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. 

გამოშვების ფორმა: # 12 სუპოზიტორია.

შემადგენლობა: 1 სანთელი (1,1 გ) შეიცავს: Chamomilla D1 – 1,1 მგ, Belladonna D2 – 1,1 მგ, Dulcamara D4 – 1,1 მგ, Plantago major D3 – 1,1 მგ, Pulsatilla D2 – 2,2 მგ, Calcium carbonicum Hahnemanni D8 – 4,4 მგ; ასევე მყარი ცხიმი – ნატურალური წარმოშობის ტრი-, დი- და მონოგლიცერიდების ნარევი.

ჩვენება: ბავშვები: აგზნებული მდგომარეობა ცხელებით, ან მის გარეშე; ინტოქსიკაციის სინდრომი (ცხელება, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, უძილობა, შფოთვა); კრუნჩხვის მზაობა; მრვი, ზემო სასუნთქი გზების დაავადებები; შინაგანი ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიკური მდგომარეობით გამოწვეული ლოკალური ტკივილი (კოლიკა), მეტეორიზმი; ანთებითი პროცესის დროს ლოკალური ტკივილი (კბილების ამოჭრა, ცისტიტი, ოტიტი და ა.შ.); ბავშვთა ინფექციური დაავადებები – წითელა, ინფექციური პაროტიტი და ა.შ. 

ორსული ქალები: ადრეულ ვადაზე ორსულობის მოშლის საშიშროება, მშობიარობის გაუტკივარება.

21,00 ₾

აღწერა

ტკივილის სინდრომი: პმს. შერწყმული და კომბინირებული მძიმე პათოლოგიები, როდესაც სასურველია „დამზოგავი“ დეტოქსიკაცია და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (გერონტოლოგია, ონკოლოგია, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევა და სხვ.).

მიღების წესი და დოზირება: სანთელი გამოიყენება რექტალურად; მოზრდილებში და ბავშვები 12 წლიდან  2 სანთელი 3-ჯერ დღეში; 0-დან 2 წლამდე 1 სანთელი 2-ჯერ დღეში; 2-დან 5 წლამდე 1 სანთელი 3-ჯერ დღეში; 6-დან 11 წლამდე 1 სანთელი 4-ჯერ დღეში; მწვავე მდგომარეობისას: მოზრდილებში  – 2 სანთელი ყოველ 2 საათში დღეში 6 მიღებამდე; 0-2 წლამდე – 1 სანთელი ყოველ 2 საათში, დღეში 4 მიღებამდე; 2-დან 5 წლამდე 1 სანთელი ყოველ 2 საათში, 6 მიღებამდე; 6-დან 11 წლამდე 1 სანთელი ყოველ 2 საათში, დღეში 8 მიღებამდე;  

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ – სააფთიაქო გვირილა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარე.

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით, მაგ. დიარეა, ან გამონაყარი კანზე. 

განსაკუთრებული მითითება:

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: 

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო. 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: 

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე. 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი ქარხანა: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენბადენი, გერმანია

დრრეკევეკის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა 

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია