|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კარბო კომპოზიტუმი / Carbo compositum 2.2 მლ. ამპ

კატეგორია: სხვა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 2.2 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  2.2 მლ 1 ამპულა შეიცავს: Carbo vegetabilis D10, Lachesis mutus D10, Melilotus officinalis D8, Atropa bella-donna D6, Arnica montana D6  შესაბამისად 22 მგ;  ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი:

ჩვენება: მარეგულირებელი მოქმედება თავის ტვინში სისხლჩაქცევის და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

12,10 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სტანდარტული დოზირება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის, კერძოდ არნიკას მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომებიპრეპარატის შემადგენლობა აპოპლექსიის სინდრომების თერაპიის საშუალებას იძლევა, რომლებშიც აღინიშნება სისხლის მიმოქცევის დარღვევით, თავის ტვინში ჭარბი სისხლის მიწოდებასთან და ცერებრალური წნევის მომატებასთან ერთად. პრეპარატის კომპონენტებს არ შეუძლიათ მოხსნან ეს გამოვლინებები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც არ არის ფართო სისხლჩაქცევები, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პარეზი.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია