აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სტანდარტული დოზირება 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის, კერძოდ არნიკას მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის შემადგენლობა აპოპლექსიის სინდრომების თერაპიის საშუალებას იძლევა, რომლებშიც აღინიშნება სისხლის მიმოქცევის დარღვევით, თავის ტვინში ჭარბი სისხლის მიწოდებასთან და ცერებრალური წნევის მომატებასთან ერთად. პრეპარატის კომპონენტებს არ შეუძლიათ მოხსნან ეს გამოვლინებები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც არ არის ფართო სისხლჩაქცევები, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პარეზი.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15