ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1.1 მლ. ამპულაში.
შემადგენლობა: Cortison D12, D30, D200
ჩვენება: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, ჰიპოფიზის და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება,ადიპოზოგენიტალური დისტროფია, სომონდსის კახექსია, კორტიზოლის ბოროტად გამოყენების შედეგები და სხვა თერაპიის მავნე შედეგები, ექსპერიმენტის სახით ინიშნება ოსტეოქონდროზის, სახსრების გაბზარვის, ოსტეოპოროზის, ზუდეკის ატროფიის და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებისას, კარგად გამოიყენება Funiculus umbilicalis და Silicea-თან ერთად
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით. დოზირება და მიღების წესი : სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ბავშვებში 1 ამპულა 1-3 ჯერ კვირაში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე
შეფუთვა:10 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38