აღწერა
განსაკუთრებული მითითება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში (6 წ-მდე), აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში – იგი ვერ შეცვლის მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა პრეპარატებს.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის – 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. ერთჯერადი დოზის გახსნა შესაძლებელია გარკვეულ რაოდენობა (100 მლ) წყალშიც და მიიღება მცირე ყლუპებად, პირის ღრუში რამდენიმე ხნით გაჩერებით. შედარებით ხანგრძლივი მკურნალობისთვის ექიმი არჩევს ერთჯერად დოზის რაოდენობას.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ ან 100 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15