აღწერა
[vc_row][vc_column][vc_tta_tabs active_section=”1″][vc_tta_section title=”ტაბლეტი” tab_id=”1574085780503-5042fbe7-91026ae0-b3c6584f-07e2″][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/4″][vc_single_image img_size=”full”][/vc_column_inner][vc_column_inner width=”3/4″][vc_column_text]ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Lithium carbonicum D3, Colchicum D4, Ferrum phosphoricum D6, Natrium carbonicum D4 – შესაბამისად 30 მგ; Nux vomica D6, Rhus toxicodendron D6 – შესაბამისად 90 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი, დიათეზი – პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევაში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღება ფეხმძიმობისას და Rhus toxycodendron-ის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და გამოყენების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/vc_tta_section][/vc_tta_tabs][/vc_column][/vc_row]