ლითიუმელ კომპ / Lithiumeel comp. №50 ტაბ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის. შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Lithium carbonicum D3, Colchicum D4, Ferrum phosphoricum D6, Natrium carbonicum D4 – შესაბამისად 30 მგ; Nux vomica D6, Rhus toxicodendron D6 – შესაბამისად 90 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat. ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი, დიათეზი – პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევაში. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღება ფეხმძიმობისას და Rhus toxycodendron-ის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში. გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი. დოზირება და გამოყენების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა. სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე. შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში. აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4 წარმომადგენელი: შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15