აღწერა
ჩვენება:
ლიმფატიზმი (ლიმფური ორგანოების ჰიპერტროფიისადმი მიდრეკილება, შეშუპებისადმი მიდრეკილება და მგრძნობიარობა ინფექციის მიმართ; ჯირკვლების შეშუპება, ტონზილების ჰიპერტროფია და ქრონიკული ტონზილიტი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ფარისებრ ჯირკვალთან ასოცირებული დარღვევების შემთხვევაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
2წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტმა არ გამოავლინა ტოქსიურობა. მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატი შეიცავს 35% მოცულობის სპირტს.
სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ავტოტრანსპორტის მართვისა და დანადგარებთან მუშაობაზე ზემოქმედება:
მედიაკმენტი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის მართვის და დანადგარებთან მუშაობის დროს .
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
ცნობილი არ არი.
დოზირება და მიღების წესი:
სტანდარტული მიღების წესი: 15-20 წვეთი დღეში 3 –ჯერ.
გვერდითი ეფექტი:
იშვიათ შემთხვევაში მოხსენებული იქნა კანზე გარდამავალი ალერგიური რეაქციების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ საჭიროებს
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
საწვეთურიანი ბოთლი, რომელიც შეიცავს 30 მლ–ს
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15