|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

მედორინუმ-ინელი / Medorrhinum-Injeel 1.1 მლ. ამპ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

ჩვენება: მოუსვენრობა, სისუსტე და ნერვული დაღლილობა, გადაჭარბებული მგრძნობელობა სიცივის მიმართ, პესიმიზმი, დეპრესია, ჯიუტობა და სხვა ხასიათობრივი დარღვევები, შუბლის ტკივილი შეჭერის შეგრძნებით, უძილობა შუაღამისას, შესაძლოა ღამის ენურეზიც, მეხსიერების დაქვეითება, განსაკუთრებით ახლად მომხდარი მოვლენების დავიწყება, რინიტი და სინუსიტი ცხვირის გაჭედვით და ყნოსვის დაკარგვით.

12,10 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა 1.1მლ 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 10 ამპულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია