ჩვენება: ჰიპერტენზია,სისხლსავსეობა, ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (ტვინის სისხლის მიმოქცევის შეგუბებები – თავის ტკივილით და თავბრუსხვევით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდგომარეობა უმჯობესდება ცხვირის გამოსუფთავების შემდეგ) დამხმარე თერაპია ინსულტისა და ტრანზიტორული იშემიური შეტევის მკურნალობისას სისხლის მიმოქცევის მოშლა კორონარულ არტერიებში (კორონარული არტერიების უკმარისობა და სტენოკარდიის, გულის პალპიტაციის და არტერიოსკლეროზის მსგავსი სიმპტომები)ჰიპერტენზია .
უკუჩვენება:არ არის აღნიშნული.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზირება და მიღების წესი : ზოგადად, 10 წვეთი 3-ჯერ დღეში; მწვავე დარღვევების დროს, თავდაპირველად 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0186 თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას 38.