აღწერა
ჩვენება: ორგანიზმის დაცვითი რეაქციების სტიმულირება სხვადასხვა ტიპის და ლოკალიზაციის ლორწოვანი გარსის ანთებადი, ეროზიული, წყლულოვანი და ინფექციური დაავადებებისას: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი, პანკრეატიტი, პანკრეოპათია, ქოლეცისტიტი და სხვ.); ზემო და ქვემო სასუნთქი გზები (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, სილიკოზი, ბრონქოექტაზიური დაავადება); შარდგამომყოფი გზები (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი); სასახსრე ხრტილი – სინოვიალური გარსი (“მშრალი ართრიტი”), თვალი (კონიუნქტივიტი), ნაწლავების დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი, ღრუ ორგანოების ოპერაციის წინა მომზადება და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (მაგ. ფენოლზე). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოიყენება სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისათვის – 1 ამპ. (2.2 მლ), ახალშობილები – 1 წ-მდე – 0.4 მლ, 1-დან 3 წ-მდე – 0.6 მლ, 3-დან 6 წ-მდე – 1 მლ. შეყვანა ხდება 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში (მ.შ. სეგმენტურად და აკუპუნქტურულ წერტილებში), აუცილებლობისას – ვენაში. მწვავე შემთხვევაში, ყოველდღე – 2-3 დღის განმავლობაში, პარენტერალური მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია “დასალევი ამპულების” სახით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 5, 10, 50 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
Biologische Heilmittel Heel GmbH
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15