|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ნერვოჰელი N / Nervoheel N. 50 ტაბ.

მოკლე აღწერა

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

Acidum phosphoricum          D4       60 მგ

Kalium bromatum                  D4       30 მგ

Sepia officinalis                      D4       60 მგ

Strychnos ignatii                   D4       60 მგ

Zincum isovalerianicum       D4       30 მგ

19,30 ₾

აღწერა

შემავსებელი:

ლაქტოზის მონოჰიდრატი            60 მგ

მაგნიუმის სტეარატი                     1,5 მგ

ჩვენება:  ნერვული აგზნებადობის მომატება, ფსიქოსომატური დარღვევები, კლიმაქსური ნევროზი, გაღიზიანებადობა, უძილობა, დეპრესია, ვეგეტატიური დისტონია, ქორეა; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზისმაგვარი სინდრომი, ეგზოგენური დეპრესია; აბსტინენციური მდგომარეობა; ბავშვების გონებრივი განვითარების დარღვევის კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენება:

ალერგია მომატებული (ჰიპერმგრძნობელობა)  ერთი ან რამდენიმე შემავალ კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია , რადგან შემადგენელი კომპონენტების განზავებამ არ გამოავლინა ტოქსიური მოქმედება.

პრეპარატი გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა , თუ აღგენიშნებათ ლაქტოზის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.

გვერდითი ეფექტი:

ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.

ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა დროებითი კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (მაგ. გულისრევა) ან კანის ალერგია (მაგ. გამონაყარი ან შეშუპება).

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულადა არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტების შესახებ, მათ შორის ურეცეპტო პრეპარატების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:

სტანდარტული დოზა:

მოზრდილებში (და ბავშვებში 12 წლიდან): 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.

6-11 წელი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

2-5 წელი: 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.

2 წლამდე: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.

მწვავე ან საწყისი დოზა:

მოზრდილებში (და ბავშვებში  12 წლიდან): 1 ტაბლეტი ყოველ 1/2 – 1 სთ-ში, 10-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.

6-11 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 8-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.

2-5 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 6-ჯერ დღეში, შემდეგ კი გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.

2 წლამდე: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში ერთხელ, 4-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.

გამოყენების მეთოდი:

სასურველია ტაბლეტი გაიხსნას პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ. ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის დაქუცმაცება და მცირე რაოდენობით წყლის დამატება. ეს წამალი უნდა იქნას მიღებული საკვებიდან განცალკევებით.

შეფუთვა:

შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ სჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 მწარმოებელი:

ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (Biologische Heilmittel Heel GmbH)

დრ-რეკევეგის ქ. 2-4

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

დისტრიბუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 38

0186 თბილისი, საქართველო

მსგავსი პროდუქცია