
ნიერენტროფენ კოსმო / Nieretrofen cosmo 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: Berberis vulgaris Dil. D3, Solidago virgaurea Dil. D3, Lytta vesicatoria Dil. D5.
ჩვენება: ჰომეოპათიური პრეპარატი შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
მწვავე პერიოდში მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში სრულ საათამდე, არა უმეტეს 12 -ჯერ დღეში. ქრონიკული მიმდინარეობის დაავადებებისას მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15